ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010250050.35.132.016370
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2018 - 30/01/2020)

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №22

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამ­სა­­ხურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყო­ბის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №25 დად­გე­ნი­ლება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016221). 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

მუნიციპალური პოლიტიკის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სა­მ­სახურის (შემ­დგომ­ში სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიცი­პა­ლური პოლიტიკის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტე­ბითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიმარ­თუ­ლებით მუნი­ცი­პალური პოლიტიკის დაგეგმვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელების ზედამხედველობა და კონტროლი, პოლიტიკის განხორციელების რისკების განსაზღვრა (იდენტიფიცირება), შეფასება, მონიტორინგი და რისკის მისაღებ დონეზე შენარჩუნების მიზნით საჭირო კონტროლის ღონისძიებების გატარება;

ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფიცირების ეფექტური ხელშეწყობა, ინვესტიციებისა და საგრანტო რესურსების მოზიდვისა და განხორციელების უზრუნ­ველყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფ­ლე­ბამოსი­ლების ფარგლებში,  ტრანსპორტისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სა­კითხებ­ზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის ეფექტური გატარება, ორგანიზება და მართვა;

დ) მუნიციპალიტეტის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;

ე) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და გრძელვადიანი განვითარების პო­ლი­ტიკის განსაზღვრა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მუნიციპალური პოლი­ტიკის (მათ შორის შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების პოლიტიკის) დაგეგმვა, განხორ­ციელების მო­­ნიტო­რინ­გი, ანგარიშგება და კონტროლის განხორციელება. ამ მიზნით თანამ­შრომ­ლობა და კო­­ორ­დინაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედა­ნაყო­ფებთან;

ბ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და გრძელვადიანი განვითარების პოლი­ტიკის დოკუმენტირება, აქტივობების განხორციელების მონიტორინგი, შედეგებისა და შეფა­სების ინდიკატორების მიღწევის კონტროლი და რეკომენდაციების გაცემა გაუმჯობესების მი­მარ­თულებით;

გ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიმართულებით, თანამშრომლობა უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროსტრუქ­ტუ­რებ­თან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან. თანაშრომლობის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;

დ) მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, რისკების მართვის მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის ღონის­ძი­ებების კოორდინირება, რისკების დაძლევის და შერბილების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების კონტროლი;

ე) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, ბიზნე­სისა და მე­წარ­მეობის განვითარების სტიმულირება, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ვ) ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერა; საინვეს­ტი­ციო პროექტების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ღონის­ძი­ებე­ბის გატარება;

თ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საგრანტო პროექტების განხორ­ციელება;

ი) საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის და­გეგმვა და განხორციელების კონტროლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

კ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავება და დამტკიცებული მოძრაობის მარშრუ­ტების დაცვაზე ზედამხედველობა;

ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუ­ალებებისა და ქვეითთა მოძრაობის პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;

მ) სატრანსპორტო საშუალებების პარკირების პოლიტიკის განსაზღვრა და განხორ­ცი­ელე­ბის კონტროლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

ნ) მოქალაქეთა სტრუქტურისა და საჭიროებების კვლევა;

ო) ქალაქწარმომქმნელი ფუნქციების ანალიზი და ამ ფუნქციების განვითარების პერსპექ­ტივების შესწავლა. მუნიციპალიტეტის ქალაქწარმომქმნელი ორგანიზაციების გაძლიერება, დივერსიფი­კაცია და რაოდენობის ზრდა;

პ)  ქალაქმომსახურების ფუნქციების ანალიზი და ამ ფუნქციების განვითარება;

ჟ) მუნიციპალიტეტის საზღვაო და საჰაერო კავშირების დივერსიფიცირება;

რ) ტურისტული პოტენციალის კვლევა;

ს) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვი­თა­რების შესაძლებლობების კვლევა;

ტ) მუნიციპალიტეტის შემოერთებული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა;

უ) ველოსისტემის განვითარება;

ფ) დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართუ­ლე­ბე­ბი­სა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

გ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოამზადოს სათანადო წინადადებები, რეკომენდაციები, სამოქმედო გეგმები, სტრატეგიები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთ­ხოვნები.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის გან­ყოფილება;

ბ) საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება;

გ) საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყო­ფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება

1. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყო­ფილება მუნიციპალური პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განსაზღვრისა და დაგეგმვის მი­მარ­­თულებით:

ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავებისა და შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრის, მათი განხორციელების და განახლების პროცესს;

ბ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის  განხორ­ციელების სამოქმედო პროგრამების და პროექტების შემუშავების, გან­ხორ­ციელების, განახ­ლებისა და ანგარიშგების პროცესს;

გ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის უფლებამოსი­ლების ფარგ­ლებში დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, განხორციელების, განახლებისა და ანგარიშგების პროცესს;

დ) მონაწილეობს პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;

ე) მონაწილეობს მუნიციპალური პროგრამების შემუშავების, განხორციელების ანგარიშ­გების მომზადების პროცესში და გასცემს რეკომენდაციებს მუნიციპალური პროგრამების მომ­ზადებისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სტრუქტურისა და საჭიროებების კვლევას;

ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქალაქწარმომქმნელი ფუნქციების ანალიზს და ამ ფუნქციების განვითარების პერსპექტივების შესწავლას;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქალაქმომსახურების ფუნქციების ანალიზს და ამ ფუნქციების განვითარებას;

ი) ხელს უწყობს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საზღვაო და საჰაერო კავშირების დივერსი­ფი­ცირებას;

კ) უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ტურისტული და სხვა სახის  პოტენციალის კვლევას;

ლ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების შესაძლებლობების კვლევას.

2. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყო­ფილება მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების პოლიტიკისა და პრიორიტეტების გან­საზ­ღვრისა და დაგეგმვის მიმართულებით:

ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკითხებზე, უზრუნ­ველ­ყოფს მუნიციპალიტეტის უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგ­ანი­ზა­­ციებთან, ევროსტრუქტურებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანაშრომლობის პროცესის დაგეგმვას, კოორდინა­ციასა და მართვას;

ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების პრი­ორი­ტეტული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში მუნიციპალი­ტეტის ჩართვასა და მონაწილეობას;

გ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების, კლიმატის დაცვისა და ენერგოეფექტურობის დანერგვის პროცესს;

დ) შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და პროექტებს, მუნიციპალიტეტის მდგრადი განვი­თარების, კლიმატის დაცვისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკით­­ხებზე ადგი­ლობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებისა და კონფერენციების ორგანი­ზე­ბასა და ჩატარებას;

ვ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკით­ხებზე გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში, სემი­ნარებსა და კონფერენციებში.

3. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყო­ფი­ლება რისკების მართვისა და მონიტორინგის მიმართულებით:

ა) ახორციელებს რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას;

ბ) ახდენს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირებას;

გ) უზრუნველყოფს რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინი­რებას;

დ) ახორციელებს რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, ანგარი­შის მომზადებას და წარდგენას ხელმძღვანელობისთვის;

ე) ხელს უწყობს მერიის პირველადი და მეორადი სტრუქ­ტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სტრუქტურულ ერთეულში რისკის კულტურის ცნობი­ერების ჩამოყალიბების, რისკის მართვის გასაუმჯობესებლად მიღებული რეკომენდა­ციების შესრუ­ლების, რისკების იდენტიფიკაციისა და მათ შესახებ ანგარიშის წარდგენის მიმარ­თულებით;

ვ) ხელს უწყობს მერიის სისტემის თითო­ეულ თანამშრომელს, რისკის მართვის პროცესის გაცნობის, გააზრებისა და განხორციელების, დანაკარგების შესახებ ანგარიშის წარდგენის, ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა შემთხვევების გამოკვლევასთან დაკავშირებით;

ზ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს რისკე­ბის ეფექტურად მართვის, რისკის ეფექტური იდენტიფიკაციისა და შეფასების მიზნით, ასევე, საჭირო კონტროლის ღონისძიებების და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების არსებობის და­სად­გენად;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტე­ბით მის­თვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

5. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

6. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს, საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

8. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

9. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

10. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება

1. საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება:

ა) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სა­ინ­ვესტი­ციო პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებისა და პრო­ექ­ტების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) უზრუნველყოფს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამე­ბის/ქვეპ­როგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს მეწარმეობისა და ინოვაციების სტიმულირების ხელშეწყობის პროგრა­მების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, სხვადასხვა ინსტრუმენ­ტე­ბისა და ღონისძიებების გამოყენებით;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერე­სებულ პირებს, სათანადო ინფორმაციითა ან/და საკონსულტაციო მომსახურებით;

ვ) უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას;

ზ) უზრუნველყოფს საინვესტიციო წინადადებების შემუშავება/განხილვას მუნიციპალი­ტე­ტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/ქვედანაყოფებთან კოორდინა­ციით და მიღე­ბული პროდუქტის პოტენციური ინვესტორებისათვის შეთავაზებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სამეწარმეო და საინ­ვეს­ტიციო პოტენციალის წარმოჩენას;

ი) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო საკითხებზე გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებში, კონფერენციებში, ბიზნეს და საინ­ვესტიციო ღონისძიებებში;

კ) უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწ­ყობის საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებისა და კონფე­რენ­ციების ორგანიზებასა და ჩატარებას;

ლ) მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორ­დინაციით უზრუნველყოფს საგ­რანტო წინადადებების შემუშავებასა და საგრანტო პროექტების განხორციელების კოორდინა­ციასა და მართვას;

მ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის შემოერთებული ტერიტორიების განვითარებას;

ნ)  ხელს უწყობს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

ო) ხელს უწყობს ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრების შექმნას;

პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილება
1. საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყო­ფილება:

ა) უზრუნველყოფს საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვას და განხორციელებას;

ბ) ახორციელებს ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატ­რანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონის­ძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას და განხორციელებას;

დ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ახორციელებს ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავებას და საკრე­ბუ­ლოსათვის დასამტკიცებლად წარდგენას, დამტკიცებული მოძრა­ობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობას;

ე) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავ­ტო­ბუსები­სათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავებას და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენას, დამტკიცებული მოძ­რაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედ­ველობას;

ვ) ახდენს საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების პერიოდულად შესწავლას და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადა­დებების მომზადებას;

ზ) მონაწილეობას ღებულობს განყოფილების კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ სა­კითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზა­დებაში;

თ) ახდენს ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვას და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ი) ახორციელებს სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავში­რებულ საკითხებზე ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოებას, საკითხების შესწავლას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

კ) საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში იღებს მონაწილეობას;

ლ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, ახდენს გაცემულ ნებართვებზე მოქმედი სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლე­ბამო­სილებათა განხორციელებას;

მ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრასა და გაჩერე­ბებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში იღებს მონაწილეობას შესაბამის ადმი­ნის­ტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

ნ) უზრუნველყოფს სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარ­შრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;

ო) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელების კონტროლს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზ­ღვრებში;

პ) ახდენს პარკირების ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გარდა ფინანსური ვალდებულებებისა) შესრულებაზე კონტროლს;

ჟ) უზრუნველყოფს პარკირებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტების პარკირების ოპერატორისთვის მიწოდებას;

რ) ახორციელებს პარკირების სფეროს მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებას და საქმიანობის კოორდინაციას;

ს) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პარკირების წესების შესაბამისად, ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ წინადადებების მომზა­დებასა და მათი სქემების შეთანხ­მებაში მონაწილეობას იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებ­თან ერთად;

ტ) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული M2 ან/და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის საცნობი ნიშნის გაცემას;

უ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული (მსხვილ­გაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთან­ხმებაში მონაწილეობას იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგა­ნოებ­თან ერთად;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­ღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;

ქ) ახორციელებს ტრანსპორტის სცენარების დაგეგმარებას და მოდელირებას მაკრო და მიკრო ტექნოლოგიების გამოყენებით;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, მუნიცი­პა­ლიტეტის სტრა­ტეგიული განვითარების გეგმის პროგრამებით და საკრე­ბულოს ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლებრივი აქტებით დადგენილ სხვა ფუნქციების და მიზნების შესრულებას;

ყ) უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგ­ვას;

შ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ველოსისტემის განვითარების შესახებ შესაბამისი წინადადე­ბების მომზადებას;

ჩ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ც) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას. სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­თლებრივი აქტები. 


მუხლი 11. სამსახურის დაფინანსება და ქონება 
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.


მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.