„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016463
2
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
010250050.35.132.016463
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 30 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016370) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების:

1.   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვა ადგილობრივ და საერთაშორისო  დონეზე,  მისი გან­ხორ­ციელების ზედამხედველობა (კონტროლი), რისკების განსაზღვრა (იდენტიფიცირება), მო­ნი­ტორინგი, შეფასება და რისკის მისაღებ დონეზე შენარჩუნების მიზნით საჭირო კონ­ტრო­­ლის ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;“;

დ) მუნიციპალიტეტის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფი­კა­ცი­ის ხელშეწყობა;“;

„ე) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალური პროგრამების რისკების მართვის მექანიზმის შემუშავება და ამოქმე­დება, მართვის კოორდინირება, მათი დაძლევის, შერბილების მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენების კონტროლი;“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“, „ო“, „პ“  და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და უ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მუნიციპალიტეტის საზღვაო და საჰაერო კავშირების დივერსიფიცირების ხელშეწ­ყობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში;“;

 „უ) ველოსისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავება;“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ქალაქწარმომქმნელი და ქალაქმომსახურე ფუნქციების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებას;“.

7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება რისკების მართვისა და მონიტორინგის მიმართულებით:

ა) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას;

ბ) ახდენს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირებას;

გ) უზრუნველყოფს რისკის მართვის ღონისძიებების კოორდინირებას;

დ) ახორციელებს რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, ანგარი­შის მომზადებას და წარდგენას ხელმძღვანელობისთვის;

ე) ხელს უწყობს მერიის პირველადი და მეორადი სტრუქ­ტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების  ხელმძღვანელებს,  სტრუქტურულ ერთეულში/სამეწარმეო არასამეწარმეო იურიდიულ პირებში რისკის კულტურის ცნობი­ერების ჩამოყალიბების, რისკის მართვის გასაუმჯობესებლად მიღებული რეკომენდა­ციების შესრუ­ლების, რისკების იდენტიფიკაციისა და მათ შესახებ ანგარიშის წარდგენის მიმარ­თულებით;

ვ) ხელს უწყობს მერიის სისტემის თითო­ეულ თანამშრომელს, რისკის მართვის პროცესის გაცნობის, გააზრებისა და განხორციელების, დანაკარგების შესახებ ანგარიშის წარდგენის, ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა შემთხვევების გამოკვლევასთან დაკავშირებით;

ზ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს პროგრამული რისკე­ბის ეფექტურად მართვის, რისკის ეფექტური იდენტიფიკაციისა და შეფასების მიზნით, ასევე, საჭირო კონტროლის ღონისძიებების და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების არსებობის და­სად­გენად;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“.

8.  მე-8 მუხლის პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი:

„ზ1) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას;“.

9.  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

10.  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონის­ძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას;“.

11. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე