„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016630
15
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010250050.35.132.016630
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016370) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებისა და დივერსიფიცირების, ინვესტიციებისა და საგრანტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა და საინვესტიციო და საგრანტო პროექტების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების მიმართულებით, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თანაშრომლობის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;“;

ბ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გამყარება მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და საერთაშორისო ურთერთობებიდან გამომდინარე საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზება;

ტ) მუნიციპალიტეტის შემოერთებული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;“;

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საინვესტიციო და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება;“.

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება:

ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავების, შესაბამისი პრიორიტეტის განსაზღვრის, სამოქმედო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, მათი განხორციელების, განახლების და  ანგარიშგების პროცესს;

ბ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დარგობრივი დოკუმენტების შემუშავების, განხორციელების, განახლებისა და ანგარიშგების პროცესს;

გ) მონაწილეობს პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;

დ) მონაწილეობს მუნიციპალური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, ანგარიშგების მომზადების პროცესში და გასცემს რეკომენდაციებს მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით;

ე) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკითხებზე, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანაშრომლობის პროცესის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვას;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში მუნიციპალიტეტის ჩართვასა და მონაწილეობას;

ზ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების, კლიმატის დაცვისა და ენერგოეფექტურობის დანერგვის სტრატეგიული/სამოქმედო დოკუმენტების, პროექტებისა და პროგრამების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ საჯარო უწყებებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

თ) მონაწილეობს ან/და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებასა და ჩატარებას;

ი) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, სტრატეგიული და მდგრადი განვითარების საკითხებზე გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში, სემინარებსა და კონფერენციებში;

კ) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებას და მუდმივ განახლებას;

ლ) უზრუნველყოფს პროგრამული რისკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროგრამული  რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, მონიტორიგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალური ორგანიზაციებიდან, დამუშავებას, ანგარიშის მომზადებას და ხელმძღვანელებისათვის წარდგენას;

ნ) დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებს, ასევე მუნიციპალური სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებს პროგრამული რისკის  მართვის კულტურის ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რისკის მართვის პროცესის გაცნობასა და გააზრებაში;

ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საინვესტიციო და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საინვესტიციო და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება:

ა) კოორდინაციას უწევს ან/და მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში (სასესხო/საგრანტო კომპონენტით) მუნიციპალიტეტის მონაწილეობის მიზნით, კოორდინაციას უწევს განაცხადების და წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის პროცესს;

გ) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას და მართვას კომპეტენციის ფარგლებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, კოორდინირებულად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, ასევე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს სათანადო ინფორმაციითა ან/და საკონსულტაციო მომსახურებით;

ე) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო საკითხებზე გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებში, კონფერენციებში, ბიზნეს და საინვესტიციო ღონისძიებებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შემოერთებული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროექტების/პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

ჩ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების  შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;“.

7. მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ მუხლი:

„მუხლი 91. საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება

1. საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების ფუნქციებია:

ა)  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა  და გამყარების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების მოწვევის ორგანიზება, აეროპორტში დახვედრა და მიღება, წესების შესაბამისად;

დ)  სტუმრებისა და მისი თანმხლები პირების ქალაქში ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება და მიღება-გაცილება;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ვ)  მერიის მოწვევით საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება;

ზ)  ვიზიტის პროგრამის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;

თ) წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი)  მერიის სახელით, სასაჩუქრე პაკეტების დამზადება და გადაცემა;

კ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრების დაგეგმვა, საუბრების, მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების ხელმოწერის ორგანიზება;

მ) ადგილზე საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების ხელშეწყობა;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს, განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას. სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე