ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016269
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010250020.35.139.016269
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2018 - 25/04/2018)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შსახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 04.02.2015, 010250020.35.139.016175)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური.
4. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.
2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილებებია: 
ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზებას;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის ამოღებას კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსარიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენას;
თ) წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ;
ი) წინადადებების, რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას,
ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას;
მ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფას;
ნ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას, ხელშეკრულების პირობებზე კონტროლის განხორციელებას;
ო) წინადადებების, რეკომენდაციების, შემუშავებას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის ურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ;
პ) წინადადებების, შემუშავებას  მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების  საწარმოს კაპიტალში  ცვლილების  შეტანის  შესახებ,  მათ  შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების და მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ;
ჟ) წინადადებების, შემუშავებას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების  და  მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ;
რ) წინადადებების, წარდგენას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქცებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული  ერთეულის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
დ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს, უქმნის მათ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს.
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა დადგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
ვ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში;
თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ი) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს;
კ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
ლ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურში არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება
1. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) აწარმოოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა;
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია, ასევე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირების, დაზუსტების, დაყოფის, გაერთიანების და აშ.);
დ) მონაწილეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების განხილვაში;
ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით/სარგებლობაში მიღებით დაინტერესებულ პირთაგან შემოსული კორესპონდენციების განხილვა, შეთანხმება და მის მიხედვით ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (რეგისტრაციის დაზუსტება, ქონების შეფასება, საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილების შეტანა და სხვა), განმცხადებლებზე საპასუხო წერილების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მომზადება, აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადება,  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას, ხელშეკრულების პირობებზე კონტროლის განხორციელება, მასთან დაკავშირებული წერილების პროექტების და სხვა მასალების მომზადება;
თ) წინადადებებისა და წერილების პროექტის მომზადება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და კანონმდებლობით მუნიციპალიტეტზე მიკუთვნებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით;
ი) მონაწილეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და საპრივატიზაციო გეგმის შემუშავებაში;
კ) ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, სარგებლობაში გადაცემის, გასხვისების, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და სხვა საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების და მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ, წინადადებების და სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
ნ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის   შესახებ,   უძრავი   ნივთების   სარგებლობაში   გადაცემის   შესახებ,    შესაბამისი იურიდიული   პირის   წესდების   (დებულება)   დამტკიცების    და    მასში    ცვლილებების განხორციელების შესახებ წინადადებების და სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; 
ო) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის წლიური სტატისტიკურ მონაცემთა მომზადება;
პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ჟ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს და უფლება მოვალეობებს.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 6. ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება
1. ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფის, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სტრატეგიული პროგრამების  პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების მომზადების პროცესს;
გ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში;
დ) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ე) საბიუჯეტო საკითხებზე - ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების მომზადება;
ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად;
თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
კ) მუნიციპალიური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო საკითხებზე გამართულ ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებში, კონფერენციებში, ბიზნეს და საინვესტციო ღონიძიებებში;
მ) ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნის, გაფართოების და გაღრმავების ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებთან. მათთან ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება. ერთობლივი საწარმოების და სხვა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების დამკვიდრება;
ნ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს  ინვესტიციების  განხორციელების ხელშეწყობას და ინვესტორთა მხარდაჭერას;
პ) შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით;
ჟ) დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა,  მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა;
რ) დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის ამოღების მიზნით, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს უგზავნის/აბარებს შეტყობინებებს/გაფრთხილებებს, ამზადებს ხელშეკრულების პროექტებს, უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;
ს) ყოველდღიურად უზრუნველყოფს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხების პროგრამაში – მონაცემთა ბაზაში ასახვას;
ტ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის წლიური სტატისტიკურ მონაცემთა მომზადება;
უ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ფ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეიძლებლობის შემთახვევაში უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 7. სამსახურის  უფლება - მოვალეობები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების  რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან დადგენილი წესით;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე,  კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მერიის დებულებითა და მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს ან/და საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
ე) დაიცვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.

მუხლი 8. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

მუხლი 9. სამსახურის რეორგანიზაცია -  ლიკვიდაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.