დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016406 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2021 - 27/08/2021)
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010250020.35.139.016269) პირველი მუხლით დამტკიცბულ დანართში და
1. დანართის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის ამოღებას, გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა;“ 2. დანართის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ჟ) დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა, მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა)“; 3. დანართის მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „რ) დასახლებული ტერიტორიის დსუფთავების მოსაკრებლის ამოღების მიზნით, მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს უგზავნის/აბარებს შეტყობინებებს/გაფრთხილებებს, ამზადებს ხელშეკრულების პროექტებს, უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა)“; 4. დანართის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ს) ყოველდღიურად უზრუნველყოფს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების გადამხდელთა მიერ (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიისა) გადახდილი თანხების პროგრამაში – მონაცემთა ბაზაში ასახვას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები