„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016287
29
25/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
010250020.35.139.016287
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2018 წლის 25 აპრილი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010250020.35.139.016269)
1. დებულების მე-9 მუხლის რედაქციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ლიკვიდაცია“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.“.

2. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი