ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
15/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
200140030.35.118.016231
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/02/2018 - 21/02/2019)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2018 წლის 15 თებერვალი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანილი კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  დადგენის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 თებერვლის №4  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K, სადაც,

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც   ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 148,8-ის ოდენობით.

მუხლი 2

პირველი მუხლის  მიხედვით ქ. ონში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს  შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,28

1

0,24

148.8

10,0

 

მუხლი 3
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ით და, შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.
მუხლი 4
ონის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 5
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ის ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 5,0  ლარს.