ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016270
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
21/02/2019
ვებგვერდი, 25/02/2019
200140030.35.118.016270
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2019 - 27/02/2020)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2019 წლის 21 თებერვალი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 საქართველოს ორგანuლი კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს  ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  დადგენის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის  №12  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016231).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


მუხლი 1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K;

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0,28-ის ოდენობით;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1,0-ის ოდენობით;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 148,8-ის ოდენობით.

მუხლი 2
პირველი მუხლის  მიხედვით ქ. ონში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს  შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,28

1,0

0,24

148,8

10,0

 

მუხლი 3
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ით და შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.
მუხლი 4
ონის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 5
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 5,0  ლარს.