ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
30/01/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
010250020.35.115.016256
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2018 - 27/03/2018)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2018 წლის 30 იანვარი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის  ,,ბ’’  ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის  2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესი   (დანართი 1-ის მიხედვით).
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge, 12.01.2017 წ., 010250020.35.115.016214) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 იანვრის №02 დადგენილება .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



  დანართი  №1
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  2018  წლის  ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების გაცემის   წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო  და მიზანი
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული და მუდმივად  მცხოვრები მოსახლეობის  ჯანმრთელობისა და  სოციალური  უზრუნველყოფის პროგრამა  განსაზღვრავს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი  მოსახლეობისათვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ეკონომიურად  შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა, მარტოხელა დედების, ვეტერანთა, ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება.


მუხლი 2. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების)  მიერ სოციალური დახმარების  მისაღებად  საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა              
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს  და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის  მერს.

2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას.

3. მუნიციპალიტეტში  შემოსულ  განცხადებებს ამოწმებს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახური (შემდგომში სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი  ხარვეზის  შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
 


მუხლი 3. სოციალური  დახმარების ქვემოპროგრამები
სოციალური დახმარების ქვეპოგრამებია:

ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;

ბ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;

გ) სტიქიური მოვლენების (ხანძრის)  შედეგად დაზარალებულთა დახმარება;

დ) ომის ვეტერანთა  ფინანსური დახმარებები;

ე) სარიტუალო მომსახურება;

ვ) ერთჯერადი სოციალური ფინანსური დახმარება;

ზ) მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება;

თ) დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე  ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

ი) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი)  ფინანსური დახმარება.


მუხლი 4. სამედიცინო  მომსახურების დაფინანსება
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების  (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. სხვადასხვა სახის  სამედიცინო  გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს  200  (ორასი) ლარისა.

3. თუ ბენეფიციარის დახმარების მიღების უფლება წარმოიშვა ამ დებულებით განსაზღვრული მუხლი 4-ის  პირველი და მეორე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

4. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100/ა,  გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონალიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60  კალენდარული დღის განმავლობაში;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 5. შშმ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:

ა)  ეპილეფსიით; 

ბ)  პარკინსონით;

გ) თავის ტვინის სისხლის  მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;

დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით   გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი;

ვ) ონკოლოგიური დაავადებები   მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი  (ფორმა 100  ონკო-ცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ);

ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა  მე-2, მე-3 ხარისხი);

ი) სასუნთქი  გზების  ქრონიკული  დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა  მე-2 ხარისხით;

კ) თირკმლის დაავადებები მძიმე  მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული  უკმარისობით  მე-3, მე-4 სტადია.

ლ) უსინათლო ინვალიდები.

მ) შიზოფრენია.

6. ოჯახს  დახმარება  გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200 ლარამდე, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში, თუ სამედიცინო  ფორმა 100/ა შევსებულია  სპეციალიზებულ სამედიცინო  დაწესებულებაში.

7. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან  6 თვის ვადაში;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 6. ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება  90-95 წლამდე  100 (ასი) ლარის ოდენობით, 95 დან 100 წლამდე  150 (ას ორმოცდაათი)  ლარი და 100 წელს ზევით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში  წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მცოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 7. სტიქიური მოვლენების (ხანძრის)  შედეგად დაზარალებულთა დახმარება
1. ფინანსური დახმარება  გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ხანძრის შედეგად უსახლკაროდ  დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც  ამავე მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი  სახლი.

2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი  ფინანსური დახმარება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო  ოჯახს,  რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;

დ) მერის  წარმომადგენლისა და თემის დეპუტატის ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე;

ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 8. ომის ვეტერანთა დახმარებები
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა  საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 (სამასს) ლარს.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;

დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;

ე) გარდაცვალების მოწმობა;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;                                                                                  

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 9. სარიტუალო მომსახურება
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ    პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის  ხარჯის მიმღები პირის  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეულ ხარჯების თაობაზე.

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 10. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება (არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება, ხელფასი) და დახმარების მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;

ე) თემის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 11. მარტოხელა დედების/მამების დახმარება
1. ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ დედას/მამას, რომლის შვილი რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (18 წლამდე ასაკის),  ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი)  ლარის  ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 12. დაბადებიდან  შ.შ.მ. პირებზე ყოველთვიური  ფინანსური დახმარება
1. ამ  მუხლით გათვალისწინებული  ყოველთვიური  დახმარება  მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.მ.პ  -  რომლებიც ვერ ახერხებენ  დამოუკიდებლად გადაადგილებას და  დაავადებული  არიან:

ა) ცერებრალური დამბლა;

ბ) დაუნის  სინდრომი;

გ)ლეიკემია;

დ) შიდსი;

ე) ყრუ-მუნჯი.

2. დახმარება  გაიცემა  ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების  მიმღებმა  პირმა  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი  განაცხადი  მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური  სუბსიდიების  სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის  მონაცამები;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 13. მრავალშვილიანების  ფინანსური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ  ბიუჯეტიდან  წელიწადში ერთხელ გაიცემა     შემდეგი სახის  ერთჯერადი დახმარება:

ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი)  შვილი (18 წლამდე )  200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; 5 (ხუთი) შვილი და ზევით  ყოველთვიურად ბავშვზე  15 (თხუთმეტი) ლარი.

2. დახმარების მიმღებმა პირმა   მშობელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების   პირადობის მოწმობის   ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 14. კომისია
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი. 

2. კომისიის   შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

3.  კომისია იკრიბება თვეში ერთხელ.

4. მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების და ბავშვობიდან ინვალიდების  ფინანსური დახმარება გაიცემა სოციალური კომისიის  დასკვნის გარეშე შემოსული  დოკუმენტაციის  საფუძველზე.

5. ბენეფიციარს  დახმარება  მიეცემა მხოლოდ ერთი კატეგორიით.

6. კომისია იკრიბება  თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს.


მუხლი 15. კომისიის  სხდომის  ოქმი
1. კომისიის  ყოველი  სხდომის შემდეგ  დგება  შესაბამისი  ოქმი,  რომელსაც  ხელს  აწერს  თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  ყველა  წევრი.

2. კომისიის  მიერ  მიღებული  ყოველი  გადაწყვეტილება, დასკვნის  სახით აისახება ოქმში.  განსხვავებული აზრის  არსებობის  შემთხვევაში  კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.

3. კომისიის  ოქმის  სათანადო  წესით  გაფორმებას  უზრუნველყოფს  კომისიის  მდივანი.

4. კომისიის  სხდომის  ოქმი  იკრიბება  ცალკე  საქაღალდეში  რიგითობის  მიხედვით.


მუხლი 16. სოციალური  დახმარების  გაცემის საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღება
1. სოციალური  დახმარების  გაცემის  შესახებ  საბოლოო  გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  მერი,  რომელიც  კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის    ბრძანებას.

2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც  აუცილებელია  წინამდებარე   წესის ბენეფიციართა  სასწრაფო  სამედიცინო და სასწრაფო  სტაციონალური  სამედიცინო  მომსახურების  დაფინანსების დაყოვნებამ  შეიძლება  სავალალო  შედეგები გამოიწვიოს, დახმარება  შეიძლება გაიცეს  სოციალური კომისიის  ოქმის გარეშე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

 


მუხლი 17. დახმარების  გაცემის წესი
1. მერის  ბრძანების  ასლი,  რომლითაც  დამტკიცებულია  ბენეფიციართა  პერსონალური  შემადგენლობა,  მისამართი  და  თანხა,  იგზავნება  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში.

2. თანხა  გაიცემა  უნაღდო  ანგარიშსწორებით.


მუხლი 18. წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა
1. სამსახური უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში მომხდარი ცვლილებების  სისტემატურ  შემოწმებას, რის  საფუძველზე  შეაქვს  შესაბამისი  შესწორებები (დახმარების დანიშვნა, გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი  ოჯახების  გამოვლენა ან  გაუქმება, ოჯახის  წევრთა  მატება-კლება, ბავშვების  სრულწლოვანების  დადგენა  და ა.შ.

2. ინფორმაცია  დახმარების  ახალი  დანიშვნის ან შეწყვეტის  შესახებ, დასკვნის სახით სამსახურის უფროსის  მიერ  ეგზავნება  მუნიციპალიტეტის  მერს ხელმოსაწერად  კონტიგენტის  მონაცვლეობის  სიებთან  ერთად.

3. წინამდებარე  წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა  ხდება  მოქმედი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.