დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30-იანვრის N-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016263 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 06.02.2018 წ. 010250020.35.115.016256) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 -იანვრის №14 დადგენილების დანართში შემდეგის მიხედვით:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. შშმ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან: ა) ეპილეფსიით; ბ) პარკინსონით; გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი; დ) შაქრიანი დიაბეტით – ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით – გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით; ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი; ვ) ონკოლოგიური დაავადებები მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი (ფორმა 100 ონკოცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ); ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები; თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი); ი) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით; კ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია; ლ) უსინათლო ინვალიდები; მ) შიზოფრენია. 2. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200 ლარამდე, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში, თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში. 3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან 6 თვის ვადაში. დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობის შესახებ; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ სტუდენტებისა რომელთაც დროებით შეწყვეტილი აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“. 2. სოციალური დახმარების გაცემის წესს დაემატოს 131 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი131“. 80-წელს გადაცილებულ და მარტოხელა ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1.ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 80 წელს გადაცილებულ პარალიზებულ ბენეფიციარებს; ბ) მარტოხელა ბენეფიციარებს, რომელთაც მემკვიდრე არ ჰყავთ. 2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100 -დან 200 ლარამდე. 3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა), მისი ოჯახის წევრმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა 100/ა ; დ) განმცხადებლის (წარმომადგენლის) საბანკო ანგარიში; ე) მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები