დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016288 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2018 - 05/03/2018)
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016122). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
|
მუხლი
1. მერიის
ზედამხედველობის
სამსახური
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტუტული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომლის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე , გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარევაჭრობაზე , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე , მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს , მერის წარდგინებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით , „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო . მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან . 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით . ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ თანამდებობის პირს /პროფესიულ საჯარო მოხელეს . 3. სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით . სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერლობებით . 4. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება : ა ) მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , დადგენილი ორგანიზაციულ - სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ; ბ ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე , გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარევაჭრობაზე ; გ ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ; დ ) მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე . 2. სამსახურის ფუნქციებია : ა ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან /და დემონტაჟი , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება ; ბ ) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი ; დ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ - ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლი ; ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი ; ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ; ზ ) სანიტარიულ -ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ; თ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება ; ი ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ; კ ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება . 3. სამსახური უფლებამოსილია : ა ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე , შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან /და იურიდიული პირისაგან , განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა ; ბ ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები , კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება , დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე ; გ ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებებზე , მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ; დ ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის , კანონმდებლობის დარღვევით აშენებული , აღდგენილი , რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ; ე ) ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან /და არასაცხოვრებელი ფართობი , მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ; ვ ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები ; 4. სამსახური ვალდებულია : ა ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო , სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ; ბ ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ კეთილმოწყობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის , ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების , განკარგულებების , ბრძანებების შესრულებაზე; გ ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე , ქუჩებზე , მაგისტრალებზე , მოედნებზე , პარკებში , სკვერებში , დასასვენებელ ზონებში , საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე , მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა -გადაკეთებაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე ; დ ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე , რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ; ე ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე , საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ; ვ ) შენობა -ნაგებობების ვარგისად აღიარება /ექსპლუატაციაში მიღება ; ზ ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე , გადაბელვაზე , ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ; თ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები