ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016301
27
05/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010250020.35.164.016301
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 5 მარტი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016282), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს    დებულება,    „ადგილობრივი    თვითმმართველობის    კოდექსი“    საქართველოს    ორგანული    კანონის, ,„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“,,მობილიზაციის     შესახებ“    საქართველოს     კანონების,     კანონქვემდებარე     აქტების,  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა  და მერიის  დებულებების  შესაბამისად,  განსაზღვრავს  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა დამობილიზაციის  სამსახურის  (შემდგომ  –  სამსახური)  შექმნისა  და ფუნქციონირების  ძირითად  პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.".

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №9 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge  01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016282), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250050.35.164.016284), კერძოდ, ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.
მუხლი 4
შეტანილი იქნეს ცვლილება „ყვარლის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების  დამტკიცების      შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016285)

კერძოდ, 1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-3  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის  ხელმძღვანელის  არყოფნის  შემთხვევაში,  მერის  ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება  მერიის დებულების  მე-14 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

 2.  დადგენილების მე-7 მუხლს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:  

„23. საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.“.

3.   დადგენილების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“, „თ“,  „ი“, „კ“, „ლ“ პუნქტები

„ზ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

თ)  მატერიალურ  ფასეულობათა   ინვენტარიზაციის   განსაზღვრულ   ვადაში  ჩატარებას,   შედეგების გამოვლენას და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვას;

ი) საოფისე  ავეჯის,  კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

კ) მუნიციპალური სამსახურებისა  და ადმინისტრაციულ  ერთეულებში წარმომადგენლების  საოფისე მასალებით მომარაგებას;

ლ)    მუნიციპალური    სამსახურებისა    და    ადმინისტრაციულ    ერთეულებში    წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას.“.

მუხლი 5
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 12 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016286), კერძოდ, დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   სამსახურის   საქმიანობას   წარმართავს   სამსახურის   ხელმძღვანელი,   რომლის   უფლებამოსილებები   დასამსახურებრივი     ფუნქციები     განისაზღვრება     მერიის    დებულების     მე-10    მუხლით     და    სამსახურის ხელმძღვანელის   სამუშაოთა   აღწერილობით.   ხელმძღვანელის   არყოფნის   შემთხვევაში,   მერის   ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

მუხლი 6
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016287), კერძოდ,

1.  დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და  მე-5  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის  სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-14 მუხლით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  მერის  ბრძანებით,  განყოფილების  უფროსის  უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.“.

2. ამოღებულ იქნეს:

ა)  მე-3 მუხლის „ჟ“, „რ“,  „ს“, „ტ“,  „უ“,  „ფ“, „ქ“,  „ღ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“,  „ჰ3“, „ ჰ4 “  პუნქტები;

ბ)  მე-4 მუხლის „ჟ“, „რ“, „ს“,  „ტ“,  „უ“,  „ფ“,  „ქ“  პუნქტები.

მუხლი 7
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016288), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2  და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-10  მუხლით  და  სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

„4. სამსახურის პროფესიული საჯარო  მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების,  მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 8
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016289), კერძოდ,

1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის  სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის  შემთხვევაში,  მერის  ბრძანებით  სამსახურის ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობების   განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები.

3. დადგენილების მე-4 მუხლის მე-4  პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“.

მუხლი 9
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის  მუნიციპალიტეტის  მერიის  იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016290), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.
მუხლი 10
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250020.35.164.016282), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-10 მუხლით  და  სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი