დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016439 |
|
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018, 010250020.35.164.016288) კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტუტული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ზედამხედველობის განხორციელებას გარე რეკლამის განთავსებაზე; საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე; გარე ვაჭრობაზე; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე; მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე; მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.’’ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: ,,მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარევაჭრობაზე; ბ) ზედამხედველობის განხორციელებას მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე; გ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას; დ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ - ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს; ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას; თ) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; კ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას. ლ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; მ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ნ) ზედამხედველობის განხორციელებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებაზე; ო) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას, მიწათსარგებლობის წესების დაცვას; პ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვას); ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას. 3. სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე; გ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებებზე; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; 4. სამსახური ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე; ბ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე; ე) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე; ვ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.’’ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები