საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016693
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
12/01/2018
ვებგვერდი, 12/01/2018
140130000.22.034.016693
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2018 - 20/08/2018)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1

2018 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  თანდართული დებულება. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1 

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.

მუხლი 6

დეპარტამენტის ფუნქციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი; 

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის პროექტების მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მიერ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

დ) დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან მიმდინარე გამოძიებასთან ან/და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მასალების და სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა/შემოწმება;

ე) გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის მონიტორინგის გზით ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სპეციალიზებულ მოსამსახურეთა (შემდგომში სპეციალიზებული მოსამსახურე) კვალიფიკაციის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადების/კვალიფიკაციის  ამაღლების წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის მიმართვა;

ვ) ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა, ასევე მისი პერიოდული განახლება საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ან შემუშავების პროცესში მონაწილეობა, არსებული სამოქმედო გეგმებით სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის კოორდინაცია;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში სამინისტროს წარმომადგენლობა, ასევე სამინისტროში არსებული სამუშაო ჯგუფების/კომისიების ხელმძღვანელობა და მათი მუშაობის კოორდინაცია;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების პერიოდული შესწავლა-ანალიზი, სპეციალიზებული მოსამსახურეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე ეროვნული სასამართლოების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პერიოდული შესწავლა-ანალიზი და სპეციალიზებული მოსამსახურეებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ლ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამოყენების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და სპეციალიზებული მოსამსახურეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის, ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის წარდგენა;

ნ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით შემოსული მასალის, რეკომენდაციების, საჩივრების, განცხადებების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;

ო) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიებაზე საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი და სამინისტროს საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

პ) სპეციალიზებულ მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ მინისტრისთვის წინადადებით მიმართვა;

ჟ) დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

მუხლი 7

1. დეპარტამენტს  ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე;

ე) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;

ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ი) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს  დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

ლ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებების შესრულებას.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით ასრულებს დირექტორის მოადგილე.

მუხლი 8

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;

ბ) განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის,  აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; 

ვ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის დირექტორთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.