დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016840 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/02/2019 - 29/04/2024)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 იანვრის №1 ბრძანება.
|
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 4 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი, საქართველოს სახელმწიფო გერბის, დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 3 დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე-118-ე, 120-ე, 126-ე, 150-ე-1511 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; გ) ამ მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) დავალებით, აგრეთვე არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის ან/და სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; დ) ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება. მუხლი 5 დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დებულების მე-4 მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის მონიტორინგს, ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას, ასევე რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს; ბ) ახორციელებს გამომძიებლების მიერ შედგენილი ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს; გ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან (შემდგომში – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მიმდინარე გამოძიებასთან ან/და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მასალებისა და სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვას/შემოწმებას; დ) ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოფს დებულების მე-4 მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას; ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას; ვ) დებულების მე-4 მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმეებზე მომუშავე მოსამსახურეთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების წინადადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას; ზ) წინადადებით მიმართავს სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; თ) ახორციელებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას; ი) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით; კ) სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს მიმართავს წინადადებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ; ლ) მონაწილეობს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების ანგარიშის წარდგენის პროცესში; მ) უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზსა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის მათ ხელმისაწვდომობას; ნ) განიხილავს დებულების მე-4 მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შემოსულ საჩივრებს/განცხადებებს და ახორციელებს სათანადო რეაგირებას; ო) დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; პ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში სამინისტროს წარმომადგენლობას, ასევე სამინისტროში არსებული სამუშაო ჯგუფების/კომისიების ხელმძღვანელობას; ჟ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნას, დოკუმენტების დადგენილი წესით რეგისტრაციასა და საქმისწარმოების ორგანიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 6 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ბ) გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველო; გ) გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველო; დ) გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველო. მუხლი 7 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები (გარდა გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოსი): ა) უზრუნველყოფენ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის მონიტორინგსა და გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას; ბ) ახორციელებენ გამომძიებლების მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს; გ) უზრუნველყოფენ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მინისტრის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან მიმდინარე გამოძიებასთან ან/და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვას/შემოწმებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შემოსულ საჩივრებს/განცხადებებს და ახორციელებენ სათანადო რეაგირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ზ) ახორციელებენ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში სამინისტროს წარმომადგენლობას, ასევე ხელმძღვანელობენ სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს/კომისიებს; თ) უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილეების მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას. 2. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს დებულების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 3. გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს დებულების მე-4 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს: ა) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველო; გ) სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი; დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 4. გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს დებულების მე-4 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებენ: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფები; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები (გარდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა). მუხლი 8 გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების პროექტების მომზადებას და დეპარტამენტის დირექტორისთვის წარდგენას; ბ) ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან მიმდინარე გამოძიებასთან ან/და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვას; დ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე მომუშავე მოსამსახურეთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ ამზადებს წინადადებას და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; ე) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; ვ) ახორციელებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას; ზ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით; თ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ; ი) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს და შედეგებს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების ანგარიშის წარდგენის პროცესში; მ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ნ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში სამინისტროს წარმომადგენლობას, ასევე ხელმძღვანელობს სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს/კომისიებს; ო) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილეების მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება მუხლი 9 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; ე) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ი) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, ასევე მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებების შესრულებას. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. მუხლი 10 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; გ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; დ) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის დირექტორთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. მუხლი 11 1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორის და მოადგილის/მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) უზრუნველყოფს ახლად მიღებული მოსამსახურეების სამსახურში ადაპტაციასა და ორიენტირებას, მათ უფლება-მოვალეობებსა და განვითარების შესაძლებლობაზე ინფორმირებას, სამუშაოს აღწერილობის, ორგანიზაციული კულტურისა და პოლიტიკის გაცნობას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის/მოადგილეების წინაშე. |
დოკუმენტის კომენტარები