ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016420
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
08/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
190020020.35.162.016420
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/01/2018 - 04/07/2018)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2018 წლის 8 იანვარი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა და მისი  ბიუჯეტი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/01/2017, 190020020.35.162.016389).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



დანართი №1

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის  პროგრამა“.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2018  წლის 1 იანვრიდან 2018  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 515.400 (ხუთას თხუთმეტი ათას ოთხასი) ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი);

ბ) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები – სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

დ) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ზ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; 

თ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;

ი) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახები;

კ) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

ლ) ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;

მ) უპატრონო მიცვალებული;

ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ო) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

პ) (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტი;

ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

რ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ს) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები;

ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები;

უ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ფ) უსინათლოები;

ქ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;

ღ) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

ყ) აუტიზმის სპექტრის მქონე პირები.


მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა
სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის – 100 ლარი;    

ბ) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე.

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);

დ) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);

ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 250 ლარი;

ზ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები;

ზ.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება – 9 მაისის დღესასწაულისათვის – 250 ლარი;

ზ.ბ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის – 250 ლარი;

თ) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დახმარება – 100 ლარი;

ი) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას – 100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი;

კ) ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – ხანძარის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარისა, სტიქიის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა;

ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარი;

მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 200 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 100-100 ლარი);

ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 2000 ლარი;

ო) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 136.000 (ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის – არაუმეტეს 500 ლარი;

ჟ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

რ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება – წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი;

ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – არაუმეტეს 1000 (ათასი ლარი;

ტ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება –150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

უ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი;

ფ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ქ) აუტიზმის სპექტრის მქონე  პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.


მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.

2. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ბ“, „ო“ და „რ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე, „ბ“ და „რ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.

6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.

9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.


მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1) სოციალურად დაუცველი ოჯახების დაფინანსებისას, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი):

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

2) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

3) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) 95 წელს გადაცილებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

4) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

5) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ვეტერანის მოწმობის ასლი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

6) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

) უფლებამოსილი პირის განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და აქტი;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

7) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამისმე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

8) ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

) განცხადება;

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

) ბავშვის/ბავშვების  დაბადების მოწმობის ასლი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

9) ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) სახანძრო-სამაშველო ან შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

10) უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის:

) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიმართვა;

) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

11) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

12) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

13) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფების მედიკამენტების დასაფინანსებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) კალკულაცია აფთიაქიდან;

) რეცეპტების ქსეროასლები.

14) განსაკუთრებულ შემთხვევებშისოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიისდასკვნის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

15) უსინათლოების დასახმარებლად:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

16) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისთვის:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

17) დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18) აუტიზმის სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა №ΙV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.


მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგია:

ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება.


მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მეშვეობით.


მუხლი 11. პროგრამის შეფასება
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2018 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.



დანართი №2

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი  

 

 

პროგრამის დასახელება

 

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა (ლარებში)

 

ერთ პირზე/ოჯახზე

სულ

 

2

3

4

5

1

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)

130

100

13.000

2

ეკონომიურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)

 

მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის  და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის  სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე

 

233.000

3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)

40

საახალწლოდ – 50

2.000

 

სააღდგომოდ – 50

2.000

 

სულ – 100

 სულ - 4.000

4

უდედმამო ბავშვები (18 წლამდე)

 

5

საახალწლოდ – 50

250

 

  სააღდგომოდ – 50

250

 

სულ – 100

 სულ - 500

5

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

15

100

1.500

6

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

8

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) – 250

2.000

 

 

 ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება

 

4

9 მაისისთვის – 250

1000

 

 ბ)  ომის ვეტერანთა  სარიტუალო ხარჯები

     6

გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება – 250

1500

7

მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ  იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის  21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად  დახმარებას) ოჯახების დახმარება;

50

100

5 000

8

ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა)

 

პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში -100 ლარი;

მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში-200 ლარი

20 000

9

ოჯახები, რომელთაც ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი

 

ხანძარი არაუმეტეს 1000, სტიქია არაუმეტეს 500

6 000

10

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

4

250

1 000

11

სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის

30

საახალწლოდ – 100

3 000

 

სააღდგომოდ – 100

3 000

 

სულ – 200

სულ – 6 000

12

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა

 

 

2.000

13

ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება

270

 

136.000

14

დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები

 

არაუმეტეს 500 ლარი

10.000

15

 სტიქიის შედეგად  უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირის ხარჯები

 

ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარი, 4 თვის განმავლობაში 

2.000

16

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება

 

წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი

33 900

17

განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან

 

 

27. 550

18

  უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება

 18

150 

2700

19

რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება--500 (ხუთასი) ლარი;

9

500  ლარი

4500

20

დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის

10

150  ლარი.

1500

21

აუტიზმის  სპექტრის მქონე  პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისათვის 

150 ლარი 

 750

 

 

 

 

სულ:-515 400