დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016474 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 190020020.35.162.016420) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილები მე-5 მუხლი ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვები;“. 2. დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ“ ქვეპუნქტი: ,,შ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები.“. 3. დადგენილების მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე.“. 4. დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ“ ქვეპუნქტი: ,,ღ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება--250 (ორასორმოცდაათი ლარი).“. 5. დადგენილების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები