ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016362
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
27/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250050.35.117.016362
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2018 - 20/03/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტისა, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე  მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016154).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის  რეგისტრაციის მქონე და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც წარმოადგენენ პროგრამის სამიზნე ჯგუფებს – ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) გაცემის ოდენობასა და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რისთვისაც ბენეფიტი გაიცემა ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი 3 და მეტი (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი), მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) და უსახლკარო ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა),  სოციალურად დაუცველი ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანთა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მარტოხელა მშობლისა და 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს  ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიურ უფასო ერთჯერად კვებას.


მუხლი 2. სოციალური დაცვის  ქვეპროგრამები
პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ბ) მრავალშვილიანი (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

გ) მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

დ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების   ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური  დახმარება;

ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა;

თ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ი)  ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;

კ) მარტოხელა მშობლის  (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი)  ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ლ) 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;

მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;

ნ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება.


მუხლი 3. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი  ფინანსური დახმარება 
1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი  ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილის მშობელზე, რომელიც რეგისტრირებულია და  მინიჭებული აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. პირველ და მეორე ახალშობილზე ახალშობილობის პერიოდში (0-დან 28 დღის ჩათვლით) გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მესამე და მომდევნო ახალშობილის შეძენის შემთხვევაში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (მშობლის);

ე) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ახალშობილის და მისი და – ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ზ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ) (მშობლის);

თ) მშობლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 4.  მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვი)  ოჯახზე  ერთჯერადი ფინანსური  დახმარება
1. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე მშობლებზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;

დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (მშობლების);

ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ) (მშობლების);

ზ) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 5. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე  მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე:

ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  დახმარების მიმღებმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;

ე) ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);

ვ)  ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;

ზ) ბავშვის/ბავშვების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

თ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე ბავშვის/ბავშვების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ი) მშობლის/მეურვის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 6. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე  უსახლკარო  პირთა ოჯახებზე, რომლებიც სტიქიური მოვლენების და სხვა  გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ბინის ქირისათვის ყოველთვიურად  გაიცემა ფულადი დახმარება  არაუმეტეს  200 (ორასი) ლარისა.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის უსახლკარობის შესახებ;

ზ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

თ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით.


მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი  ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2.დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) შშმ ბავშვის დაბადების  მოწმობის ასლი;

ე) შშმ ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე ბავშვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);  

თ) მშობლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით.


მუხლი 8. ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, ხოლო სხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ (65 000-ი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე) ვეტერანზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით (17 ოქტომბერი), ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის  მიწოდებული სიების საფუძველზე.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) ომის ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

დ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (ომის ვეტერანის);

ვ) სოციალურად დაუცველი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ) (ომის ვეტერანის);

თ) ომის ვეტერანის საბანკო ანგარიში.     

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით.


მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო  მომსახურება
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;

ბ)  ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.

2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა  ერთჯერადი ფინანსური დახმარება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღიდან 1 (ერთი)  თვის ვადაში.

3. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) გამოთხოვილი იქნას გარდაცვლილი ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) გარდაცვალების შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში;

ვ) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);

ზ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 10. 100  წლის  და 100  წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება  გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (ხანდაზმულის);

ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ) (ხანდაზმულის);

ვ) ხანდაზმულის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 11. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება
1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მოქალაქემ/უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახის წევრმა/წარმომადგენელმა ფაქტის დადგომიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ე) აქტი რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან;

ვ) პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის მიზეზების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს ინფორმაციას:

ა) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“, დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) ოჯახის  შემადგენლობის შესახებ;

ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.     

4. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების და  განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).

5. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით.

6. დაზარალებულის საბანკო ანგარიში.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით.


მუხლი 12. მარტოხელა მშობლის  ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც მინიჭებული აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსი და  ჰყავს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი;

გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის  ასლი;

ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ).

3. მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 13. 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და  მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირს/ოჯახს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აქვს 10 000-მდე სარეიტინგო ქულა, საახალწლოდ და სააღდგომოდ გადაეცემა სასურსათო პაკეტი 60 (სამოცი) ლარის ფარგლებში.

2. სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული  სიების საფუძველზე.

3. მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხებზე მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი  პირი.   

4. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა  მერის  წარმომადგენელის მიერ, აღნიშნული საჩუქრის მიღება დოკუმენტურად დადასტურებული იქნება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.


მუხლი 14. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირზე/ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს,  სადაც  არ ცხოვრობს შრომისუნარიანი მამაკაცი და ოჯახს არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის  შესაძენად, საშეშე  მერქანი გაიცემა არაუმეტეს 5 მ3-ისა.

2.დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ე) ბენეფიციარის პროგრამის შესაბამისობასთან მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი ინფორმაცია. 

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ.

3. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

4. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს, თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები.

5. საშეშე მერქნის მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. სრულყოფილი მასალები  შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, საშეშე მერქანი გაიცეს მოქალაქეზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარადგინოს მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა საშეშე მერქნით დახმარების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

 6. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ  პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.


მუხლი 15. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1.  ყოველდღიური უფასო ერთჯერადი  კვების მომსახურება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირს, რომლის ოჯახის  სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში არ აღემატება 65 001-ს და არის მარტოხელა პენსიონერი,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2.დაინტერესებულმა პირმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: 

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის   სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.

3. განცხადებები სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად შემოწმების და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში იმ  ბენეფიციართა ჩართვის შესახებ, რომლებიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და არიან უკიდურესად გაჭირვებულები. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარადგინოს მერის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობითი შუამდგომლობა მისი ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

5. სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ.

6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა.

7. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 16. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების  ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 17. პროგრამის შედეგები
გაუმჯობესდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობა, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით, ასევე – ყოფითი პირობები მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისათვის, მათ შორის: ხანდაზმულების, შშმ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების,  ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანების, უსახლკარო ოჯახებისათვის და ა.შ.

მუხლი 18. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 

მუხლი 19. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

3. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.