დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016425 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016362) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილის მშობელზე, რომლის ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლად. პირველ და მეორე ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მესამე და მომდევნო ახალშობილის შეძენის შემთხვევაში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (მშობლის);“; დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მშობლის საბანკო ანგარიში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები