დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016343 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2017 - 03/05/2019)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2017, 010250020.35.167.016323) და „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2017, 010250020.35.167.016322). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან. |
|
დანართი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური 1. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომლის ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა , ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა - ნაგებობებზე , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგზე , გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა , ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით . მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან . 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია : ა ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ბ ) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან . 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -15 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -18 მუხლით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 7. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს : ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ; ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში ; გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ; დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ; ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ; ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ; თ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ; ი ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ; კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას ; ლ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევა ; მ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ; ნ ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ო ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); პ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ; ჟ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ; რ ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ; ს ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ტ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ; უ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ფ ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას ; ქ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ღ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას . ყ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 4. სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ; ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში ; გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ; დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ; ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ; ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ; თ ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ; კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების ვიზირებას ; ლ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ; მ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევას ; ნ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ; ო ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 5. სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ბ ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა ); გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ; დ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ; ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ; ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ; ზ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ; თ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ი ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას ; კ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ; ლ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას . მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები