,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016462
4
07/02/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
010250020.35.167.016462
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “  61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სამართლებრივი  უზრუნველყოფისა  და  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22  დეკემბრის №52  დადგენილებაში. (www.matsne.gov.ge 22/12/2017,  010250020.35.167.016343)
მუხლი 2
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22  დეკემბრის №52 დადგენილების დანართით დამტკიცებული  ,,ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სამართლებრივი  უზრუნველყოფისა  და  ზედამხედველობის სამსახურის დებულების“  მე-3 მუხლის  ,,უ“ პუნქტი და მე-5 მუხლის ,,თ“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები

უ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“.

,,მუხლი 5. სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“.

მუხლი 3
     დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია