დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016569 |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №52 დადგენილებაში. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.167.016343) |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის“ დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა- ნაგებობებზე, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივ წესრიგზე, გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენა, ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 21 პუნქტი: „21.სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს.“. 2. დებულების მე-3 მუხლის: ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის(გარდა 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“; ბ)“უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ პუნქტი: „უ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდებას.“. 3.დებულების მე-5 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის(გარდა 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ პუნქტი: „თ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდებას.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები