დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 60-უ.ს.შ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 21/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016073 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 240182.6 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 225000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 15182.6 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 196 247.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 75 712.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის,:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 103 195.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 27 483.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 299 443.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-31 776.8) ათასი ლარის ოდენობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-33 837.5) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის,:
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 74 017.6 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 107855.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-2060.7) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის,:
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 2060.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
2. საარჩევნო გარემოს განვითარება
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
4. რეგიონის ფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა
4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
5. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
6. ტყის მდგრადი მართვა
7. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
7.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
7.3.3. ტურიზმის დარგში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა
8. ინფრასტრუქტურის განვითარება
9 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
9.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
9.5. განათლების ხარისხის გაუმჯობესება
10. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
10.1. კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა
10.3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია
10.4. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
10.6. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
10.7. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
10.10. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
11. სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობა
11.1. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს მართვა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს 2018-2021 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევაზე, სახსრების ენდოპროტეზირების, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, მოქალაქეთა კარდიოქირურგიული დამატებითი სამედიცინო მომსახურების, მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან დაცვაზე, სოფლის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე. პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობაზე.
12.1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება
12.3.2. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება – 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, ასევე 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ მეომრის ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევა - აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრის ოჯახებს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
13.3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
14. დასაქმების ხელშეწყობა
14.1. დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.4. აგროსერვისის განვითარება რეგიონში
16. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 375 521.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 15.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით. |
მუხლი 15.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 4 114.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 2 763.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 16.
სესხების მომსახურება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების საბიუჯეტო ასიგნება 356.9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 17.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარება 72 952.4 ათასი ლარის ოდენობით. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 18.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 7 950.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათ- ლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. |
მუხლი 181.
საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურების, გაძლიერებული (უცხო ენები და ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის დაფინანსება |
განისაზღვროს საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურების, გაძლიერებული (უცხო ენები და ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის დაფინანსება (სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა, სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა, სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა, სსიპ – დაბა შუახევის საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №26 საჯარო სკოლა) 987.5 ათასი ლარის ოდენობით.
აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სკოლის წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, შესაბამის საჯარო სკოლასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 30 მაისის კანონი №75 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 31.05.2018წ. |
მუხლი 19.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2017 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2017 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2017 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2018 წლის ასიგნებებიდან, 2018 წლის დასაწყისიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში. |
მუხლი 20.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2018 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 21.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
მუხლი 22.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები, თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 23.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 331 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. |
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 24.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190040000.30.056.016060, 29 /12/2016). |
ჩაქვი, 21 დეკემბერი 2017 წ. N60-უ.ს.შ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები