დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78-უ.ს.შ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 20/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016076 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 270996.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 261000.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 9996.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 249623.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი )
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 71590.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 18850.0 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 340064.3 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-50218.3) ათასი ლარის ოდენობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-52357.4) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 52357.4 ათასი ლარის ოდენობით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-2139.1) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
5.3.3. ტურიზმის დარგში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა
5.4. რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.4. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
8.3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია
8.6. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.7. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
8.10. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
9. სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა
. 12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა
ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება მთელი რიგი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლითაც დაცულია ადამიანების უფლება ამ სფეროში. მიუხედავად ამისა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის ხელმიუწვდომელი რჩება ზოგიერთი ფასიანი სამედიცინო მომსახურება, ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას მიიღონ დროული სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად იზრდება მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, დაავადების გართულებების ალბათობა, მცირდება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობები, ლეტალობა; მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
2
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება – 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, ასევე 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული მეომრის ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევა – აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრის ოჯახებს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
13.3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
14. დასაქმების ხელშეწყობა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
17. ტყის მდგრადი მართვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 342203.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ. |
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 15.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
|
მუხლი 15.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 2836.9 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 11850.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 16.
სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 4051.4 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 17.
უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 227.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
|
მუხლი 18.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარება 62478.3 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ.
|
მუხლი 19.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 3562.9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 6 ივნისის კანონი №88 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 07.06.2019წ. |
მუხლი 20.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2018 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2018 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2018 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2019 წლის ასიგნებებიდან, 2019 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში. |
მუხლი 21.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2019 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2019 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
მუხლი 23.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 24.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 331 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
|
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 25.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190040000.30.056.016073, 28/12/2017). |
ჩაქვი, 20 დეკემბერი 2018 წ. N78-უ.ს.შ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები