დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75-უ.ს.რ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 30/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016075 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190040000.30.056.016073, 28/12/2017) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I-VI თავები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:"
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
(ათასი ლარი)
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები (ათასი ლარი)
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები (ათასი ლარი)
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები (ათასი ლარი)
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები (ათასი ლარი)
მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 27 483.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (ათასი ლარი)
თავი IV
მუხლი 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 107855.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (ათასი ლარი)
თავი V
მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
2. საარჩევნო გარემოს განვითარება
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
4. რეგიონის ფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა
4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
5. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
6. ტყის მდგრადი მართვა
7. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
7.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
7.3.3. ტურიზმის დარგში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა
8. ინფრასტრუქტურის განვითარება
9 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
9.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
9.5. განათლების ხარისხის გაუმჯობესება
10. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
10.1. კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა
10.3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია
10.4. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
10.6. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
10.7. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
10.10. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
11. სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობა
11.1. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს მართვა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს 2018-2021 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევაზე, სახსრების ენდოპროტეზირების, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, მოქალაქეთა კარდიოქირურგიული დამატებითი სამედიცინო მომსახურების, მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან დაცვაზე, სოფლის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე. პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობაზე.
12.1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება
12.3.2. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება – 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, ასევე 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ მეომრის ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევა - აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრის ოჯახებს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
13.3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
14. დასაქმების ხელშეწყობა
14.1. დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.4. აგროსერვისის განვითარება რეგიონში
16. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თავი VI აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება მუხლი 13. საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 375 521.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
“. 2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 4 114.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 2 763.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გრანტები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარება 72 952.4 ათასი ლარის ოდენობით. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“. 4. დაემატოს მუხლი 181 შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურების, გაძლიერებული (უცხო ენები და ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის დაფინანსება
განისაზღვროს საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურების, გაძლიერებული (უცხო ენები და ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის დაფინანსება (სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა, სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა, სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა, სსიპ – დაბა შუახევის საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ ბათუმის №26 საჯარო სკოლა) 987.5 ათასი ლარის ოდენობით. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 30 მაისი 2018 წ. N75-უ.ს.რ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები