ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
22/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
210020010.35.138.016308
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2017 - 31/01/2018)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნას ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2. დამტკიცდეს შემდეგი თანდართული ინსტრუქციები:
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ (დანართი 1);
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთის ოდენობის შესახებ (დანართი 2);
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ (დანართი 3);
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ (დანართი 4).

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №35 დადგენილება.
2. „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №30 დადგენილება.
3. „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №31 დადგენილება.
4. „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების)  შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 



ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



დანართი №1

ინსტრუქცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ


წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების, გადახდის წესსა და ოდენობას.


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან,  მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.


მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა
1.ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  1,00 (ერთი) ლარის ოდენობით;

2. ხაზობრივი ნაგებობებისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ელექტროგადამცემი ხაზები -  ერთ გრძივ მეტრზე  განისაზღვროს 1,00  (ერთი) ლარი,

ბ)  წყალსადენი, წყალარინები - 0,80  ლარი;


მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრი ან/და გრძივი მეტრი) გაანგარიშებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.

მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 8. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდა ხდება დადგენილი წესით წინასწარ, ნებართვის მიღებამდე.


დანართი №2

ინსტრუქცია

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და განაკვეთის ოდენობის შესახებ


წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.


მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (შემდგომში - მერია) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი)  შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესს და პირობებს.

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მერიის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის,  ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში,  წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება, მისი ოდენობის განსაზღვრა და მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება

1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით;

2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს;

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან.


მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი
1. II  კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ-ს2, (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის 500 მ2 - მდე) :

ა)  განცხადების მიღებიდან  ერთ  სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;

ბ)  განცხადების მიღებიდან სამ  სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;

გ)  განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი.

2. III კლასის შენობა-ნაგებობისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის :

ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი.

3. IV კლასის  შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის:

ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 3000 (სამი ათასი) ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 2000 (ორი ათასი) ლარი.


მუხლი 5. დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისათვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.

2.მერიის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3.თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.


მუხლი 6. ვადის გამოთვლა
1. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. მერია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.

4. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.


მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი; დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი;

4. მოსაკრებელი ჩაირიცხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.


მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის სხვაობა.

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) მერია სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;

ბ)  დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.

5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა - ნაგებობების ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

6. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.



დანართი №3

ინსტრუქცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ


წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ინსტრუქცია აწესრიგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3.ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან/და გადამხდელად დაურეგისტრირებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური პირი, მეწარმე ფიზიკური პირი, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაწესებულება, ორგანიზაცია რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, დაწესებულება, ორგანიზაციებისთვის გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების მოსაკრებლის გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერ გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.

7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში;

8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნა ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

9. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე - 0,50 ლარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

ბ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა) განისაზღვროს - 20 ლარით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე, ხოლო ქალაქ ახალციხეში განისაზღვროს ცხრილის მიხედვით:

ბ.გ) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მოსაკრებლის გადამხდელი

ზომის ერთეული

„რ“

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში  

„გ“

1

2

3

5

1

 

არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,01 ლარი

2

ოფისები, სააგენტოები, სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,15 ლარი

3

ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კოლეჯები

ერთი მოსწავლე

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,05 ლარი

 

20 ლარი

4

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,25 ლარი

5

სასტუმროები

(რესტორნის გარეშე)

ერთი საწოლი

 

ან ნარჩენის 1მ3

1,00  ლარი

 

20 ლარი

6

 

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

 

ან ნარჩენის 1 მ3

1,00 ლარი

 

20 ლარი

7

პოლიკნინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები

საერთო ფართის 1 მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20 ლარი

 

20 ლარი

8

სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები

ღია ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,005 ლარი

 

20 ლარი

დახურული ფართის 1 მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20 ლარი

 

20 ლარი

9

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20 ლარი

 

20 ლარი

10

               მაღაზიები

      (გარდა   სასურსათო)

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,15 ლარი

 

20 ლარი

11

 

აგრარული ბაზრები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10 ლარი

 

20 ლარი

12

 

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის 1მ

 ან ნარჩენის 1 მ3

0,025 ლარი

20 ლარი

დახურული ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10 ლარი

 

20 ლარი

13

ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10 ლარი

 

20 ლარი

14

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,025

20 ლარი

დახურული ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10 ლარი

 

20 ლარი

15

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1მ2

0,22 ლარი

16

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30 ლარი

2

0 ლარი

17

საზოგადოებრივი კვების ობიექტები

ერთ  დასაჯდომ ადგილზე

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30 ლარი

 

20 ლარი

18

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

 

 ნარჩენის 1 მ3

 

 20 ლარი

19

 

საცხობები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,32 ლარი

 

20 ლარი

20

ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,45 ლარი

 

20 ლარი

21

 

რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია ფართის 1მ2

           ან ნარჩენის 1 მ3

0,01 ლარი

20 ლარი

დახურული ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,1 ლარი

20 ლარი

22

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,01 ლარი

 

20 ლარი

23

ავტოსამრეცხაოები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,05 ლარი

20 ლარი

დახურული ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,25

20 ლარი

24

მცირე საწარმოები და  საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30 ლარი

 

20 ლარი

25

      სამხედრო ნაწილები

ნარჩენის 1 მ3

20 ლარი

26

სწრაფი გადახდის (ჩარიცხვის) აპარატები

ერთი ერთეული

1,5 ლარი

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება:

მ = გ X რ

მ - ერთი თვის მოსაკრებელი,

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ)


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მეწარმე ფიზიკურ პირებთან, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებთან დებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში; ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდ. მეწარმეების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს:

ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.

ბ) საბავშვო ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.

5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა, მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი სახაზინო კოდის მეშვეობით საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის 20 რიცხვამდე.

2.გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.


მუხლი 6. ადმინისტრირება მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ევალება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ სამსახურს.


დანართი №4

ინსტრუქცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ


წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებსა და გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის კანონით დადგენილი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 2. მოსაკრებლის განაკვეთები
განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ბ)  თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;

გ)  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ)  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში - 3000 ლარის ოდენობით;

ვ)  თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით. 


მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელები, გადახდის წესი და ვადები
მოსაკრებლის გადამხდელებს, გადახდის წესს და ვადებს ადგენს კანონმდებლობა.