„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016563
6
27/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
210020010.35.138.016563
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში (ვებ.გვერდი: www.matsne.gov.ge, 22/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.138.016308) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის (ინსტრუქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე:

ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 5,0 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა):

ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 3,0 ლარი;

ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 4,0 ლარი;

გ) ხაზობრივი ნაგებობის თითოეული გრძივი მეტრისათვის:

გ.ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ელექტროგადამცემი ხაზები – 1,0 ლარი;

გ.ბ) წყალსადენი, წყალარინება – 0,80 ლარი;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მოქმედებს ამავე მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტისათვის და ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამავე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე