მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
20/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
280120000.35.103.016258
მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2017 - 29/06/2018)

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2017 წლის 20 დეკემბერი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების პროგრამების გაცემის წესი.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამებისა და გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის   № 9 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი
მესტიის  მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების პროგრამების  გაცემის  წესი

ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომშიმუნიციპალიტეტი ) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის , მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირისათვისდევნილი მოსახლეობისთვის , მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომშიმუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს , პროცედურებს , მიმღებთა (ბენეფიციართა ) კატეგორიებს , მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომშიმერიაში ) დახმარების მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს .

 

  სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები

1. მარჩენალდაკარგული ოჯახების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

3. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირისდევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება /დახმარება .

4. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების , „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერი ) აღსანიშნავადსაჩუქრის სახით , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

8. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

9. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

11. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

12. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

13. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) თანადაფინანსების პროგრამა .

14. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .

15. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .

16. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .

17. სტიქიით (მათ შორისხანძარი ) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა .

18. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა .

მუხლი 2. პროგრამების მიზანი

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება .

2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა .

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა .

4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა .

5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა , მონაცემთა ბაზის წარმოება .

მუხლი 3. რესურსების წყარო

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი .

მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა

2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე .

მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი

პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება ,ჯანმრთელობის გაუმჯობესება , დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა -გაუმჯობესება , მათი წახალისება , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა .

 

თავი II

სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 6. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ -ერთმა მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ;

) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ) ან მშობლის (მშობლების ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;

) დედ -მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებითმეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ;

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) შემთხვევაში მეურვემ /მშობელმა უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ;

) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან );

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ;

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 8. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა

რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირისდევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება /დახმარება

1. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირისდევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებმა (მათ შორის , შშმ პირებმა ) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს ) სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში (მათ შორის შშმ პირის ) – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა , იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა ;

) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100 (შშმპირის შემთხვევაში შშმ სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან );

) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო , აფთიაქი ) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურა , ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

) პირად ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში , განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ;

) ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 9. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. უხუცესმა , რომელსაც შეუსრულდა 90 წელი , ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 10. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. დახმარების მისაღებად ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ :

) განცხადება მერის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ვეტერანის მოწმობის ასლი ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 11. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების , „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერი ) აღსანიშნავადსაჩუქრის სახით , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) ვეტერანის მოწმობის ასლი ;

) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 12. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. ვეტერანის უფლებამოსილმა ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი );

) გარდაცვლილი ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების მოწმობისა და ვეტერანის მოწმობის ასლები ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას , გარდაცვლილის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი );

) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის ) სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 13. ახალშობილების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;

) ბავშვის / ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 14. მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. მრავალშვილიანმა ოჯახმა , რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;

) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ;

) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში );

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 15. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი ) მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

1. ბენეფიციარმა , მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 16. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

  1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 17. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების დახმარების პროგრამა

1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება შესაბამისი პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულმა პირმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

მუხლი 18. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა

1. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება .

1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100/ ;

) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;

) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას ) ან ცნობა;

) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში );

) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილებიდან;

) ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში , ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

2. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა

1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100;

) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

3. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .

1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა

წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100;

) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ;

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

4. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა .

1. ბენეფიციარის ერთ -ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №100;

) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურა (ინვოისი )/ კალკულაცია .

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორთ , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

3. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას , რაც არ ფინანსდება ან /და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ -ით ან /და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ .

4. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები , მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები .

5. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ , ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ .: მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა , ქირურგიული მკურნალობა , სხივური თერაპია და სხვა ).

მუხლი 19. სტიქიით (მათ შორის ხანძრით ) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი )დახმარების პროგრამა

1. სტიქიის შედეგად (მათ შორის, ხანძრით ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს :

) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) ხანძრის შემთხვევაშისახანძრო -სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი ) სხვა სტიქიისას , შესაბამისი კომისიის აქტი ;

) დაზიანებული (ან დამწვარი ) შენობა -ნაგებობის ფოტოსურათი ;

) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები .

) შენობა -ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი , საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში წარმოსადგენია ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი , შენობა -ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ ).

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე .

3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას , გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა , თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან და შესაბამის ზარალის კატეგორიასთან ერთად, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში . ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური , რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით .

 

თავი III

სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები

მუხლი 20. სოციალური დახმარების ოდენობა

მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარება შეადგენს :

1. ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა :

) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე – 100 (ასი )ლარი ;

) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 100 (ასი ) ლარი ;

) ახალშობილებზეპირველ ბავშვზე 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი , მეორე ბავშვზე 200 (ორასი ) ლარი , და ყოველ მომდევნო ბავშვზე აღნიშნულ თანხას დაემატება 100 (ასი ) ლარი ;

) მრავალშვილიან ოჯახებზე , რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი , ხუთი და მეტი შვილი – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ;

) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( I ჯგუფი ) –100 (ასი ) ლარი ;

2. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა :

) სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირისდევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით , სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ , პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100/ , ანგარიშ -ფაქტურის მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორების გზით შესაბამისი დაწესებულების ან განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე . გადასახდელი თანხაარაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს .

3. ვეტერანთა და ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

) ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ ) –150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ;

) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე – 50 (ორმოცდაათი ) ლარი ;

) მეორე მსოფლიო ომის , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზევეტერანების დღის “ (17 ოქტომბერს ) აღსანიშნავად საჩუქრის სახით – 500 (ხუთასი ) ლარი ;

) გარდაცვლილ , დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება – 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი .

4. მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა

) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი ) ლარის და არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით;

) დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავდებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არანაკლებ 500 (ხუთასი ) ლარის და არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით . ამბულატორიების , პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში :

) მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფოს ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად . ანაზღაურდება ანგარიშ -ფაქტურის მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს . სოციალურად დაუცველის ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს .

) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების (შპს მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად 100 %-ის ოდენობით (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება );

) C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებისგზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინომომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად 70 % -ის ოდენობით (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %- ). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშირეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000- , თანაგადახდა შეადგენს 30 %- );

) 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათაადრეული გამოვლენის მიზნით ) გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსება , (რომელშიც შედისფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდანთირეოტროპული ჰორმონის (TSH), პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა ). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამდაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურების შესაბამისად . თანადაფინანსება განხორციელდება თანხით , რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ;

) კომუნალური სუბსიდირების პროგრამაპროგრამის ფარგლებში . მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური , საყოფაცხოვრებო მომხმარებლების /აბონენტების , სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში . მესტიაში რეგისტრირებული ოჯახების , რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას , ყოველთვიური კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ . გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე .

5. სტიქიით (მათ შორის, ხანძარი ) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება :

) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობადამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ -500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ოდენობით;

) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 2000 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით .

 

თავი IV

სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 21. ერთჯერადი სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე , სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური .

2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით , მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო ).

3. მერიის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომშისამსახური ) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე .

მუხლი 22. საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობა

1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტითბრძანებით .

2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები .

3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი .

4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს .

მუხლი 23. საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა

1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ .

2. საბჭოს თავმჯდომარე მერის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს შესაბამის სამსახურს .

3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს .

4. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას , შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების , დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ .

მუხლი 24. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად , ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე .

მუხლი 25. საბჭოს ოქმები და გადაწყვეტილებები

1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი .

2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში .

3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით .

4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური .

5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური .

6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი . განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს ).

მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა , ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე , ადგენს მათ უტყუარობას , ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას , რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას .

2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით , საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების ) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე .

3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა , ჯანდაცვის , განათლების , კულტურისა და სპორტის კომისია .

4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად .

მუხლი 27. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის (გარდა კომუნალური სუბსიდირების პროგრამისა ) არის ერთჯერადი .

2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , წარმოდგენილი ანგარიშ -ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ან პირად ანგარიშზე .

3. კომუნალური სუბსიდირების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე .

4. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება .

5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ბრძანებით .