დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016299 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016258) დადგენილებით დამტკიცებული დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
I თავის პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა.“ |
2.
II თავის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა“ 1. ხანძრის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის, დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და მესაკუთრის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სამი მომიჯნავე ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის ხელმოწერით, საკუთრების ფაქტის დადასტურების შესახებ; დ) სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტი (დედანი); ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია); ვ) დაზიანებული/დამწვარი შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი; ზ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: სტიქიის (დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (მესაკუთრის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სამი მომიჯნავე ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის ხელმოწერით საკუთრების ფაქტის დადასტურების შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა (რეკომენდაცია); ე) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი (სტიქიური მოვლენის დამადასტურებელი) აქტი; ვ) დაზიანებული შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი; ზ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით.“. |
3.
III თავის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სტიქიით (დიდთოვლობა, ქარბუქი, მიწისძვრს, წყალდიდობს, მეწყერი და სხვა), მათ შორის ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის და არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) სხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, ქარბუქი, მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის და არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები