,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016290
27
29/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
280120000.35.103.016290
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2018 წლის 29 ივნისი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 20 დეკემბრის     №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016258)  დადგენილებით დამტკიცებული დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება:  
1. I თავის  პირველი მუხლის მე -17 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17.ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა.“.

2. II  თავის  მე- 8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა

რომელშიც  შედის: სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება/ დახმარება.

1. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს)  სტატუსის  მქონე   პირის   შემთხვევაში   –  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

ე) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, აფთიაქი) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ინვოისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ვ) პირად ანგარიშზე ჩარიცხვის  შემთხვევაში ბენეფიციარის პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ზ) მარტოხელა დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფის შემთხვევაში  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლის მიერ გაცემული მარტოხელობის დამადასტურებელი  ცნობა.

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.“.

3. II  თავის მე-12  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:“.

4. II თავის  მე-12  მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“.

5. II თავის  მე-18  მუხლის  პირველი პუნქტის ,  „ დ“-ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  შესაბამისი დაწესებულების  (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების  შესახებ  გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);“.

6. II თავის  მე- 19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რაებილიტაციის პროგრამა:

1. ხანძრის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის, დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და მესაკუთრის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ  გაცემული ცნობა, სამი მომიჯნავე ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის  ხელმოწერით, საკუთრების ფაქტის დადასტურების  შესახებ;

დ) სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  შესაბამისი აქტის (დედანი);

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია);

ვ)  დაზიანებული/დამწვარი შენობა-ნაგებობის  ფოტოსურათი;

ზ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

2. სიძველისა და სტიქიური მოვლენების  შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში რეგისტრირებულ/არსებულ საცხოვრებელზე  (მათ შორის ძველი სვანური სახლები) დაწყებული აღდგენითი /სარეაბილიტაციო სამუშაოების  პროცესში, ავარიული სახურავის რეაბილიტაციის მიზნით, გადასახურ სამშენებლო მასალასთან (თუნუქი, მეტალოკრამიტი და სხვა) დაკავშირებული ხარჯებისთვის, ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის მიზნით, მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და მესაკუთრის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა/ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ  გაცემული ცნობა, სამი მომიჯნავე ტერიტორიის მფლობელის/მესაკუთრის  ხელმოწერით საკუთრების ფაქტის დადასტურების  შესახებ;

გ) აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია);

ე) დაზიანებული შენობა-ნაგებობის  ფოტოსურათი;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის  საბანკო ანგარიშზე.

სიძველის ან/და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, თან უნდა ახლდეს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან  ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. სახურავის ფერსა  განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, ხოლო ღირებულებას  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.“

7. III თავის, მე-20  მუხლის მე-2  პუნქტის „ა“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის, შშმ პირის) დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო  რეაბილიტაციის  მიზნით,  სამედიცინო  მომსახურების  გამწევის მიერ,  პაციენტისათვის ჩატარებული  სამედიცინო  მომსახურების  ან  მედიკამენტების  თანადაფინანსება,  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100/ა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორების  გზით  შესაბამისი  დაწესებულების  ან  განმცხადებლის პირად  საბანკო ანგარიშზე. გადასახდელი  თანხა – არაუმეტეს 500  (ხუთასი) ლარის  ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს.“.

8. III  თავის მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის „გ“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად. ანაზღაურდება ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტს მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50% – არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში,   რასაც   სახელმწიფო   პროგრამა   არ   აფინანსებს.   სოციალურად   დაუცველის  ან   ომის მონაწილე  ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს.“.

 

9. III თავის მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის „ზ“-ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კომუნალური სუბსიდირების პროგრამა – პროგრამის ფარგლებში დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების/აბონენტების,    სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებული ოჯახების, რომლებიც ბენეფიტის   დარიცხვის  თვის   წინა   ერთი   თვის   განმავლობაში  უწყვეტად  ინარჩუნებენ   65 001 სარეიტინგო  ქულას,   ყოველთვიური   კომუნალური   გადასახადის   ერთიანი   გადახდის  ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. გადარიცხვა განხორციელდება   საქართველოს   გაერთიანებული   წყალმომარაგების  კომპანიის   სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონალური  განვითარების  მესტიის სერვისცენტრის  მიერ  მოწოდებული  მომართვის წერილისა   და  დანართი  სიების საფუძველზე,   მიმდინარე   თვის  ბალანსის  ოდენობით,  უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“ .

10. III თავის მე-20  მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი  ზიანის  მიხედვით  განისაზღვროს  არანაკლებ  -500 (ხუთასი) ლარის და  არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ)  საცხოვრებელი სახლების (მათ შორის ძველი სვანური სახლები) და უსახური შენობების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის მიზნით:  ერთჯერადი  ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის და არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“.

11. IV  თავის 27-ე  მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის (ინვოისი) დოკუმენტის  მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ანგარიშზე ან პირად საბანკო ანგარიშზე.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე