კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016330
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
24/11/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
010260020.35.149.016330
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2017 - 16/02/2018)

 

    კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №29

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ,,კასპის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულების  დამტკიცების შესახებ“ კასპის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 1 აგვისტოს  №27  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/08/2014, 010260020.35.149.016194).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი  №1

კასპის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  შესაბამისად, განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის  მერიის (ტექსტში შემდგომ მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მერია
1. მერია  არის  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.


მუხლი 2. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. მერია საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის  ქარტიის, ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის" ორგანული  კანონის,  მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიის  თანამდებობის  პირები, სტრუქტურული  ერთეულები  და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების,   საჯაროობისა    და   გადაწყვეტილებათა    მიღების პროცესში   მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 4. მერიის ადგილსამყოფელი
მერიის ადგილსამყოფელია ქალაქი კასპი, მერაბ კოსტავას ქუჩა №18.

თავი II
მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები
1.  მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა- გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.


მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი   წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 (ხუთი) წელს მაინც.

3. მერი:

ა)   მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა)  საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ)  საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ)  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე)  უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ)   მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

ა.ზ)  იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ა.თ)  ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ბ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ დადგენილებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა)  შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ)  საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსის  შესაბამისად,  საკრებულოს  მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის  დამტკიცებულ  ბიუჯეტში  ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი  დაწესებულების  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  მუხლებსა და კოდებს  შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმას;

გ.ზ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე)  საკრებულოს  თანხმობით  უფლებამოსილია  გადაწყვიტოს  მუნიციპალიტეტის ქონებისშემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული  კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ)    უზრუნველყოფს    ,,ადგილობრივი    თვითმმართველობის    კოდექსის"    საქართველოს ორგანული კანონის  მე-16  და  მე-17  მუხლებით  გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის  სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი)    ახორციელებს    ,,ადგილობრივი    თვითმმართველობის    კოდექსის"    საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი;

ე.ლ) დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე.მ) თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი, მიმართავს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე. ასევე, პირის გარდაცვალების შესახებ ადგენს ოქმს და წარადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

5. მერი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.


მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე
მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის  პირველი  მოადგილე  ასრულებს  მერის მოვალეობებს  მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

 


მუხლი 8. მერის მოადგილე (მოადგილეები)
1. მერის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის  მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას  უწევს და  აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2.  მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3.  მერის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

 


მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია  ადგილობრივი  თვითმმართველობის  მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან 

ათავისუფლებს მერი.

2.    მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა)  წარმართავს  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობას  და  პასუხისმგებელია  ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ)   უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) მერს წარუდგენს  წინადადებებს  სტრუქტურული  ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული   ერთეულის   მოსამსახურეთა   წახალისების,   დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს   წარუდგენს   სტრუქტურული   ერთეულის   მიერ   მომზადებულ   საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ)  მერს  პერიოდულად   წარუდგენს  ანგარიშს  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  გაწეული  სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ)   ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. მერიის  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობაზე  სამსახურებრივ  ზედამხედველობას  ახორციელებს მერი.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების  შეჩერებისა  და შეწყვეტის  საკითხები  წესრიგდება  ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსით.

 


თავი III
მერიის სტრუქტურა

მუხლი 10. მერიის სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები - მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად - განყოფილებებად.


მუხლი 11. მერიის სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2.   სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3.   სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.   მერიის სამსახურებია:

ა)   ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)   იურიდიული სამსახური;

გ)   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ)  ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ)   განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

 ზ)  შიდა აუდიტის სამსახური;

თ)  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

5.  მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

 


მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1.  ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან  ურთიერთობის  უზრუნველყოფა,  ადგილობრივი შესყიდვების  ორგანიზება  და განხორციელება,  საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობა, ასევე, მოქალაქეთა ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ამ დებულების 35-ე მუხლის შესაბამისად;

2.   იურიდიული  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია:  საკრებულოს  თავმჯდომარის,  მერის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა, საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაცია და კოდიფიცირება, მუნიციპალიტეტის  კანონიერი  ინტერესების  დაცვა  სასამართლოში,  სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

3.   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

4.   ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების  მომზადება,  მათი  განხორციელების  კოორდინაცია,  წყალმომარაგების  (მათშორის, ტექნიკურიწყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა, წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზება, სასაფლაობის მოვლა- პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება.

5.   ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება ,,ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით უნებართვო საქმისწარმოების კონტროლი, მუნიციპალიტეტის შესყიდვების ხარისხის კონტროლი.

6.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

7.  შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

8.   სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9.   ჯანდაცვისა და სოციალურ უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება.

10.  მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

 


თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 13. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა)  წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს   განყოფილების   მიერ   სამსახურის   დებულებით   განსაზღვრული   ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ)   ანაწილებს  დავალებებს  განყოფილების  მოხელეებს  შორის, უზრუნველყოფს  სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; 

ე)  იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ)  უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ)   უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი  წესით  აფასებს  მოხელეების  საქმიანობას,  სამსახურის  უფროსს წარუდგენს  წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

 


მუხლი 14. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  შესაბამისად თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3.   მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4.   მერის წარმომადგენელი:

ა)  მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ)   მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ)  მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე)  დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

ვ)  მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ)  მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;

თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ი)  თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. ასევე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში. ადგენს პირის გარდაცვალების შესახებ ოქმს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარსადგენად პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 15. საქონლის  ადგილწარმოშობისა  და  პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი
1.     მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული  საზღვრების ფარგლებში  საქონლის  ადგილწარმოშობის,  აგრეთვე პირის   ალტერნატიულ    მისამართად   ფაქტობრივი ადგილსამყოფელის   დადასტურების   შესახებ  ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2.      მუნიციპალიტეტის   უფლებამოსილი   პირი  ვალდებულია   აწარმოოს  გაცემული ცნობების  რეესტრი  და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.


მუხლი 16. მერიის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის    მოხელე,    რომელიც    დანიშნულია    მერიის    საშტატო    განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) მერიის   შტატგარეშე   მოსამსახურე,   რომელიც   ვადიანი   შრომითი   ხელშეკრულების    საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.

2. მერიის  დამხმარე  და შტატგარეშე  მოსამსახურის  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება საქართველოს შრომის  კოდექსის  შესაბამისად  დადებული  შრომითი  ხელშეკრულებით  და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.

 


მუხლი 17. მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. მერიის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით, შესაბამისი სამსახურის დებულებითა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მერიის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

 


მუხლი 18. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნ
1. მერიის   საშტატო   ნუსხით   გათვალისწინებული   ყოველი   დანიშვნითი   თანამდებობისათვის   დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2. სამუშაოთა  აღწერილობით  განისაზღვრება  საშტატო  ნუსხით  გათვალისწინებული  თანამდებობის  პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3.  საკვალიფიკაციო   მოთხოვნით   განისაზღვრება   თანამდებობის   დასაკავებლად   საჭირო  კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება,  ცოდნა და უნარ-ჩვევები.  საკვალიფიკაციო  მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნებისაგან.  მინიმალური საკვალიფიკაციო  მოთხოვნა  საერთოა მერიის  ყოველი  საშტატო  თანამდებობისათვის  და განსაზღვრავს  მერიაში  თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული   საშტატო   თანამდებობისათვის   და  განსაზღვრავს   ცალკეული   თანამდებობის   დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

4. მერის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, მერი, ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა  სამუშაოთა  აღწერილობებს  ადგენს შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი და მის წარდგინებით ამტკიცებს მერი.

5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მერის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.


თავი V
მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა

მუხლი 19. მერიაში ვაკანსიის გახსნა
1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) მერიის   საშტატო   ნუსხაში   ახალი   საშტატო   ერთეულის   (თანამდებობის)   დამტკიცების   მომდევნო დღიდან;

ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;

გ)  თუ  თანამდებობაზე,  რომელიც  უნდა  შეივსოს  კონკურსის  საფუძველზე,  პირი  დანიშნულია  კონკურსის გარეშე.

2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.

3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული  თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა)  მერის   პირველი   მოადგილის   ან   მოადგილის   ვაკანსიის   შემთხვევაში      მერის   ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია მერიის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს;

ბ)  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) ვაკანსიის  შემთხვევაში    სამსახურის  ერთ-ერთ  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს,  ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ)  სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის  ვაკანსიის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.


მუხლი 20. მერიის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების 21-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა მერიის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, ვაკანსიის გახსნიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს მერი.

4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები.


მუხლი 21. მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე:

ა) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

ბ) სამსახურებრივი გადაყვანისას;

გ) არაუმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

 


მუხლი 22. მერიის მოხელეთა ატესტაცია
1.  მერიის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

2.  ატესტაციას    ატარებს    მუნიციპალიტეტის    საკონკურსო-საატესტაციო    კომისია ,,საჯარო   მოხელეთა ატესტაციის  ჩატარების  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის  №411 დადგენილების შესაბამისად.


მუხლი 23. სამსახურებრივი დაწინაურება
1. მერიაში გახსნილი ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი არ ცხადდება, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წამოყენებულია დასაწინაურებელი მოხელე.

2. მერიის მოხელე საკუთარი წერილობითი თანხმობით დაწინაურდება მერიაში გახსნილ ვაკანსიაზე, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია და ატესტაციის შედეგების თანახმად, აკმაყოფილებს უფრო მაღალი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დაკავებულ თანამდებობაზე მისი საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას.

3. მოხელე არ შეიძლება დაწინაურდეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე თუ დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს ზემდგომი ხელმძღვანელისაგან უარყოფითი შეფასება.

4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე დაინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგებით ან დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება.

 


მუხლი 24. სამსახურებრივი გადაყვანა
1.სამსახურებრივ გადაყვანად მიიჩნევა მოხელის დანიშვნა იმავე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე.

2. მერიაში გახნილი ვაკანსია მერის გადაწყვეტილებით შეიძლება შევსებულ იქნეს სამსახურებრივი გადაყვანის შედეგად, თუ არ არსებობს ამ ვაკანსიის თანამდებობრივი დაწინაურებით დაკავების საფუძველი.

3. უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა (სამსახურებრივი დაქვეითება) დაიშვება მერის გადაწყვეტილებით, თუ:

ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნით მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას რეგულარულად იმსახურებს დაბალ შეფასებას.

 


მუხლი 25. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
მერიის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა მერიის თანამდებობის პირების, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და  წესი  განისაზღვრება  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით.

 


თავი VI
მერიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 26. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.

 


მუხლი 27. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა)  მერიის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ)  მერიის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;

გ) მერის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;

დ) მერიის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება;

ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.

 


მუხლი 28. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1.  დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე, არა უმეტეს ერთი თვით.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით.

 


მუხლი 29. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით".
2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის" მოთხოვნებთან უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება.

მუხლი 30. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით".

2.მერიის საქმისწარმოებაში ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის" მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

 


მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
1.  მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა)  სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ)   სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;

ვ)     შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;

თ)  სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2.   მერიის შინაგანაწესს მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3.   შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.

4.   მერი   ვალდებულია   სამსახურში   მიღებისას  მოსამსახურეს   გააცნოს   შინაგანაწესი   (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.


მუხლი 32. მერიის, მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
1.   მერია  თავის საქმიანობას  წარმართავს  მერიის  და მერიის  სამსახურების  სამუშაო  გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

2.   ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.

3.   მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

4.     მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს.  სამსახურის  ყოველთვიურ,  კვარტალურ  და  ყოველწლიურ  სამუშაო  გეგმებს  დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს  სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

5.     სამუშაო  გეგმით  დაუგეგმავი  სამუშაოს  შესრულება  დაიშვება  მხოლოდ  მერის  წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.

6.     სამუშაო  გეგმების  შესრულების  კონტროლს  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  მეშვეობით ახორციელებს მერი.

 


მუხლი 33. მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) დავალებით.
2. მოხელის  დასაგეგმი  პერიოდია  ერთი  თვე.  მოხელის  სამუშაო  გეგმა  უნდა  შეესაბამებოდეს  შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) დავალებებს.
3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).      
4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).

მუხლი 34. ანგარიშგება
1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას  ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი       ანგარიშის წარდგენით.
2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა  და  სამსახურების  დოკუმენტების  უნიფიცირებული დარგობრივი  ტაბელის"  მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების  და მერის  წარმომადგენლის  საანგარიშგებო  პერიოდებია  ერთი თვე, კვარტალი  და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა)   მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ)სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
5.     თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში  დოკუმენტურად  უნდა  დასაბუთდეს  საფინანსო  ან  სხვა  მატერიალურ  ფასეულობათა  მიღება- გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ბიუჯეტის  შესრულების  შესახებ  ანგარიშის  წარდგენის  წესი  და  პროცედურა  განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით".


 

მუხლი 35. საქმიანობის შეფასება
1.    მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ  წარდგენილ  ანგარიშს  და  საჭიროების  შემთხვევაში  აძლევს მას  მითითებებს,  შენიშვნებსა  და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის  დაკისრების  შესახებ.  ყოველთვიური  შეფასების  საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანება მოხელის  პირად  საქმეში.  ყოველწლიური  შეფასების  ფურცელი  წარმოადგენს  ატესტაციაზე  მოხელის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს.

2.     განყოფილების  საქმიანობას  აფასებს  მუნიციპალური  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი),  რომელიც  განიხილავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

 


მუხლი 36. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1.  მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა)  მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ)  მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ)  მოქალაქეთა მონაწილეობა მერის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე)  ლობისტური საქმიანობა.

2.  ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).

3.  კასპის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ან/და საჯაროდ გამოაცხადოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლით გათვალისწინებული მერის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების შესაბამისად, ამავე კანონის 851 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია.

 


თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 37.         მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილს ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

3. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 

5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

 


მუხლი 38. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. მერის   ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტი   საჩივრდება   სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის     თანამდებობის     პირის,     გარდა     მუნიციპალიტეტის     მერისა,    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება  მერთან  და შემდგომ  − სასამართლოში  კანონით დადგენილი წესით.


თავი VIII
მერიის რეორგანიზაციის წესი

მუხლი 39. მერიის რეორგანიზაცია
1. მერიის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ადმინისტრაციული ერთეული) ლიკვიდაციის შემთხვევაში.

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და მერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა)  მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა;

ბ)  რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ)  რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.

3.  რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;

ბ)  სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;

დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ე)  რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;

ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

 


მუხლი 40. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია
1. მერიის  სამსახურის  რეორგანიზაცია  არის  სამსახურში  განხორციელებული  სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. მერიის  სამსახურის  რეორგანიზაციის  სამართლებრივი  საფუძველია  საკრებულოს  დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ)   რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ)რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.


 

თავი IX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება

ამ  დებულების  ამოქმედებასთან  დაკავშირებით  მიღებულ  იქნეს  საკრებულოს შემდეგი დადგენილებები:

ა)  ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მერიის სამსახურების დებულებები;

ბ) ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და  სამსახურების  დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელი;

გ) მერიის შინაგანაწესი.