"კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016382
28
27/09/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
010260020.35.149.016382
"კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/12/2017; 010260020.35.149.016330) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:       

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)  იურიდიული სამსახური;

გ)  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ)  განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

ზ)  შიდა აუდიტის სამსახური;

თ)  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ)  ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ";

ბ) დადგენილების მე-12 მუხლის, მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.   ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების  მომზადება,  მათი  განხორციელების  კოორდინაცია, წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზება, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება. ";

გ) დადგენილების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კასპის მუნიციპალიტეტის   საქალაქო   მეურნეობის   რეაბილიტაცია, განვითარება და ადგილობრივი საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე  და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მონიტორინგი. ".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე