დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.149.016519 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017; 010260020.35.149.016330) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი, არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 (ექვსი) თვე მაინც.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები