სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ

სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
31/08/2017
ვებგვერდი, 31/08/2017
220010070.11.004.016046
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/2017 - 17/12/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 

მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

3.  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული მათთან დაკავშირებული იურიდიული პირის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.

4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.

5.  უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება.
მუხლი 3
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე