„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 17/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016059
10
17/12/2018
ვებგვერდი, 19/12/2018
220010070.11.004.016059
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №10

2018 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს №2 დადგენილების (www.matsne.gov.ge;  31/08/2017; ს/კ: 220010070.11.004.016046)  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შეთავაზების გზით და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე