საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 08/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016091
1
08/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
220010070.11.004.016091
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №1

2024 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილება;

ბ) „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს №2 დადგენილება.

 

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა




საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულება

 მუხლი 1. დებულების მიზანი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით (შემდგომში – დებულება) განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისათვის და მიკრობანკებისათვის (შემდგომში – ბანკი) განკუთვნილი სესხების უზრუნველსაყოფად ბანკების აქტივების ფინანსური გირავნობით დატვირთვასთან (შემდგომში – დაგირავება) დაკავშირებული საკითხები.

  მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ობლიგაციასასესხო ფასიანი ქაღალდი;

ბ) კორპორატიული ობლიგაციასასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელიც გამოშვებულია კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, გარდა იპოთეკური ობლიგაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციებისა;

გ) ეროვნული ბანკის სესხიმოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოპერაციების ფარგლებში გაცემულ სესხებს, ლიკვიდობის დამატებით ინსტრუმენტებს, ბოლო ინსტანციის სესხს;

დ) სასესხო აქტივებიბანკის მიერ გაცემული სესხები და მასზე დარიცხული პროცენტები;

ე) უზრუნველყოფის პორტფელიბანკის მიერ ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრული და დაგირავებული სასესხო აქტივების ერთობლიობა;

ვ) სასესხო აქტივების დაგირავებასასესხო აქტივებზე ბანკის მოთხოვნის უფლების ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავება;

ზ) დაგირავებული აქტივების რეესტრიეროვნული ბანკის ელექტრონული ჩანაწერები, რომელშიც აღირიცხება ინფორმაცია ბანკების მიერ ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავებულ აქტივებზე;

თ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ბანკის მიერ აქტივების დაგირავების შესახებ ეროვნულ ბანკს და ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ი) ხელშეკრულების განახლების დღეყოველი თვის მეორე ოთხშაბათი (ან წინა საბანკო დღე, თუ ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე), როდესაც ხდება ხელშეკრულების საგნის (სასესხო აქტივების) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების შესახებ მონაცემების განახლება;

კ) სასესხო აქტივების მონაცემებიეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფაილის - „სასესხო აქტივების ელექტრონული ფაილის (შემდგომში –ელექტრონული ფაილი) ნიმუშში არსებული დასაგირავებელი სასესხო აქტივების შესახებ ინფორმაცია;

ლ) ჰეარქათირისკის კონტროლის საზომი, რომელსაც განსაზღვრავს და იყენებს ეროვნული ბანკი მის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად ფინანსური გირავნობის სახით დაშვებული თითოეული აქტივის მიმართ და ამცირებს მის ღირებულებას გარკვეული პროცენტით (ჰეარქათით);

მ) ფინანსური გირავნობის ცვლილების ზღვარიამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული აქტივების ღირებულების პროცენტულად ცვლილების მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღწევისას ხდება უზრუნველყოფაში არსებული შესაბამისი აქტივის დამატების მოთხოვნა ან ზედმეტის დაბრუნება;

ნ) იპოთეკური ობლიგაცია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებული ობლიგაციები;

ო) TIBR საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის N146/04 ბრძანებით დამტკიცებული „TIBR ინდექსების გაანგარიშების წესით“ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთები.

მუხლი 3. სესხის უზრუნველყოფად მისაღები აქტივები

1. ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად მისაღები აქტივები ამ დებულების მიზნებისთვის იყოფა ექვს: A, B, C, D, E და F ჯგუფად.

2. A ჯგუფის აქტივებში შედის ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული შემდეგი სასესხო ფასიანი ქაღალდები:

) ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები;

) საქართველოს მთავრობის სახაზინო ვალდებულებები;

) საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციები;

) საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები;

) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციები.

3. B ჯგუფის აქტივებში შედის კორპორატიული ობლიგაციები, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

) გამოშვებულია საქართველოს რეზიდენტი და/ან არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზითფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაციებისა;

) არის ლარით დენომინირებული და ემისიის პირობების მიხედვით არ შეიძლება დენომინაციის ცალმხრივი ცვლილება;

) პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ არის მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან;

) კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტს უნდაქონდეს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საკრედიტო რეიტინგი;

) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს.

4. C ჯგუფის აქტივებში შედის ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი ლარით დენომინირებული იპოთეკური ობლიგაციები და სასესხო აქტივები.

5. D ჯგუფის აქტივებში შედის ლარით დენომინირებული ისეთი იპოთეკური ობლიგაციები და სასესხო აქტივები, რომელიც არ შედის ამ დებულებით განსაზღვრულ C ჯგუფში და რომლის კონკრეტული სახის ოპერაციებისათვის უზრუნველყოფად გამოყენება განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

6. E ჯგუფის აქტივებში შედის ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები, რომლის კონკრეტული სახის ოპერაციებისათვის უზრუნველყოფად გამოყენება განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

7. F ჯგუფის აქტივებში შედის ბანკის შემდეგი აქტივები:

) უცხოური ვალუტით დენომინირებული ისეთი იპოთეკური ობლიგაციები და სასესხო აქტივები, რომლის კონკრეტული სახის ოპერაციების უზრუნველსაყოფად გამოყენება განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით;

) აქტივები, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებული შემთხვევებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად და არ შედის ამ დებულებით განსაზღვრულ A, B, C, D და E ჯგუფის აქტივებში.

8. სესხის უზრუნველყოფად კონკრეტული ბანკის სასესხო აქტივების დაგირავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნულ ბანკს შეუძლია გაითვალისწინოს:

) ბანკის აქტივების ხარისხის ადეკვატურობა;

) ბანკის რისკის მართვის ხარისხისა და პრაქტიკის ადეკვატურობა;

) ბანკის საერთო ფინანსური მდგომარეობა.

9. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

) ეროვნული ბანკისათვის მისაღები სარეიტინგო კომპანიები და მინიმალური საკრედიტო რეიტინგები სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის;

) ჰეარქათის ოდენობა ამ დებულებით განსაზღვრული თითოეული აქტივის სახეობაზე და/ან თითოეული ჯგუფის აქტივებზე და/ან კონკრეტულ აქტივზე;

) ფინანსური გირავნობის ცვლილების ზღვრის ოდენობა დაგირავებულ აქტივებზე;

) სასესხო აქტივების მაქსიმალური მოცულობა, რომელიც კონკრეტულ ბანკს შეუძლია დააგირაოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ;

) კონცენტრაციის ლიმიტები, რომელიც არის ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების ის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც ერთმა ბანკმა შეიძლება დააგირაოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ;

ვ) აქტივების (მათ შორის, სასესხო აქტივების და იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად გამოყენებული სესხების) საპროცენტო განაკვეთის TIBR-ზე ინდექსირების საკითხი, თუ ასეთი აქტივების საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადგანაკვეთიანი;

) სხვა სახის პირობები და ლიმიტები, რომელიც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ჩათვალოს საჭიროდ არსებული თუ პოტენციური რისკების შემცირების მიზნით.

10. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად მისაღები კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

11. ბანკის მიერ ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად წარდგენილ აქტივზე არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიება.

  მუხლი 4. C ჯგუფის აქტივების კრიტერიუმები

1. C ჯგუფის აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებსა და კრიტერიუმებს.

2. იპოთეკური ობლიგაციები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) იპოთეკური ობლიგაციები გამოშვებულიაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად;

) იპოთეკური ობლიგაციები არის ლარით დენომინირებული და ემისიის პირობების მიხედვით არ შეიძლება დენომინაციის ცვლილება;

) იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტს უნდაქონდეს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, ხოლო თუ ემიტენტს არ აქვს ასეთი რეიტინგი, მაშინ თვით იპოთეკურ ობლიგაციას უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი რეიტინგი;

დ) ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური ობლიგაციის შემთხვევაში, იპოთეკური ობლიგაციიის საპროცენტი განაკვეთი TIBR-ზე ინდექსირებული უნდა იყოს;

ე) იპოთეკური ობლიგაციის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს გამოყენებული არაერთგვაროვანი ტიპის სესხები. შესაბამისად, ფიზიკურ პირზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები და მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი და იმავე იპოთეკური ობლიგაციის უზრუნველსაყოფად;

) იპოთეკური ობლიგაციის გამოშვებამდე და მისი გამოშვების შემდეგ, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესითა“ და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის შესაბამისობა და შემოწმების ანგარიში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

ზ) ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველყოფის აქტივებში შემავალი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველყოფის აქტივებში  შეტანის მომენტისთვის უნდა შეესაბამებოდეს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) ფიზიკური პირის შემოსავალი დადასტურებული უნდა იყოს სულ მცირე ერთ-ერთის საფუძველზე:

ბ.ა) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

ბ.ბ) ცნობა/ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან;

ბ.გ) საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილის დამადასტურებელი ამონაწერი;

) სესხი დენომინირებული უნდა იყოს ლარით და სესხის ხელშეკრულებით არ უნდა იყოს დაშვებული დენომინაციის ცალმხრივი ცვლილების უფლება;

) სესხის ძირითადი თანხის და/ან პროცენტის გადახდა პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან;

ე) ერთ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხების ძირითადი თანხების გადაუხდელი ნაშთების ჯამური მოცულობა სესხის გამცემი ბანკის წინაშე არ უნდა აღემატებოდეს 1 მლნ ლარს;

ვ) არ უნდა იყოს რევოლვირებადი (განახლებადი) სესხი;

ზ) საკრედიტო რისკის მიხედვით სესხი კლასიფიცირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად;

თ) სესხი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველყოფის აქტივებში შემავალი მცირე და საშუალო ბიზნესსესხები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ერთ პირზე ან/და დაკავშირებულ პირებზე გაცემული მცირე და საშუალო ბიზნესსესხების ნარჩენი ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ნომინალური ღირებულების 10%-ს;

ბ) სესხი დენომინირებული უნდა იყოს ლარით და სესხის ხელშეკრულებით არ უნდა იყოს დაშვებული დენომინაციის ცალმხრივი ცვლილების უფლება;

) სესხის ძირითადი თანხის და/ან პროცენტის გადახდა პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან;

დ) არ უნდა იყოს რევოლვირებადი (განახლებადი) სესხი;

ე) საკრედიტო რისკის მიხედვით სესხი კლასიფიცირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად;

ვ) სესხი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველყოფის აქტივებში შემავალი სესხი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ბანკი ვალდებულია მოახდინოს ასეთი სესხის ჩაანაცვლება ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისი სესხით.

6. სასესხო აქტივების დაგირავების დროს სასესხო აქტივებში შემავალი სესხები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხი უნდა შეესაბამებოდეს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

) სესხი დენომინირებული უნდა იყოს ლარით და სესხის ხელშეკრულებით არ უნდა იყოს დაშვებული დენომინაციის ცალმხრივი ცვლილების უფლება;

) სესხის ძირითადი თანხის და/ან პროცენტის გადახდა პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან;

დ) ერთ პირზე გაცემული სესხების ძირითადი თანხების გადაუხდელი ნაშთების ჯამური მოცულობა სესხის გამცემი ბანკის წინაშე არ უნდა აღემატებოდეს 1 მლნ ლარს;

ე) სესხის უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონება (ქონებები) უნდა იყოს პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული ბანკის სასარგებლოდ;

ვ) სესხი უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტი „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ზ) არ უნდა იყოს რევოლვირებადი (განახლებადი) სესხი;

თ) სესხი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 5. აქტივების დაგირავების რეგისტრაცია

1. სასესხო აქტივების დაგირავებაზე ეროვნული ბანკი და ბანკი დებენ ხელშეკრულებას.

2. ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების დაგირავება რეგისტრირდება შესაბამის სისტემაში:

) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაშიეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის სასესხო ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციები, იპოთეკური ობლიგაციები და კორპორატიული ობლიგაციები ამავე სისტემის წესების შესაბამისად;

) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში - სასესხო აქტივები;

) ეროვნული ბანკის ძირითად საბანკო სისტემაში - ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები უცხოური ვალუტით.

3. სასესხო ოპერაციების წარმოების მიზნით, სასესხო აქტივების თითოეული ხელშეკრულებისა და ეროვნულ ბანკში დაგირავებული თითოეული ბანკის დეპოზიტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეუძლია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში შექმნას არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალება, რომლის ღირებულება შეესაბამება ხელშეკრულების და/ან დაგირავებული უცხოური ვალუტით დეპოზიტის თანხას ლარებში.

4. უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტის დაგირავების შედეგად შექმნილი არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალებების გადაფასება გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით ხდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს (ან წინა საბანკო დღე, თუ ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე), ხოლო ბოლო გადაფასებიდან გაცვლითი კურსის 10% და მეტი პროცენტით ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისად.

5. არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალების გამოყენება ბანკს შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკთან სასესხო ოპერაციებისათვის.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს დასაგირავებელი და/ან დაგირავებული B, C, D, E და F ჯგუფის აქტივებზე ბანკის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისობა ამ დებულებით და/ან ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მის მიერვე შემუშავებული მეთოდოლოგიითა და სიხშირით.

7. ბანკის მიერ დასაგირავებელი და/ან დაგირავებული B, C, D, E და F ჯგუფის აქტივების ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კონკრეტულ აქტივებზე კომერიული ბანკისგან გამოითხოვოს აქტივთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

8. იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებულ B, C, D, E და F ჯგუფის რომელიმე აქტივზე და/ან აქტივების ჯგუფზე და/ან აქტივების სახეობაზე ეროვნული ბანკი აღმოაჩენს შეუსაბამობას ამ დებულებით და/ან ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან, ან ბანკი არ წარადგენს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება:

) ბანკს კონკრეტულ აქტივზე და/ან აქტივების ჯგუფზე და/ან აქტივების სახეობაზე გაუზარდოს ჰეარქათის ოდენობა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით;

) ბანკს დროებით შეუჩეროს კონკრეტული აქტივის და/ან აქტივების ჯგუფის და/ან აქტივების ფინანსური გირავნობის საგნად სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება;

) გააუქმოს ხელშეკრულება.           

მუხლი 6. აქტივების ჯგუფების ფინანსური გირავნობის საგნად გამოყენება სესხების მიხედვით

1. ამ დებულებით განსაზღვრული თითოეული ჯგუფის აქტივებს ეროვნული ბანკი იყენებს სხვადასხვა ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად, კერძოდ:

) A, B და C ჯგუფის აქტივები გამოიყენება შემდეგი ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად:

.) დღის შიდა სესხი;

.) ერთდღიანი სესხი;

.) რეფინანსირების სესხი;

.) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი;

.) ბოლო ინსტანციის სესხი.

) D და E ჯგუფის აქტივები გამოიყენება შემდეგი ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად:

.) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლიკვიდობის დამატებითი ინსტრუმენტი;

.) ბოლო ინსტანციის სესხი.

) F ჯგუფის აქტივები გამოიყენება მხოლოდ ბოლო ინსტანციის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად.

2. ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ოპერაციის ის სახეობები, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებული იქნას ამ დებულებით განსაზღვრული D და E ჯგუფის აქტივები.

მუხლი 7. სასესხო აქტივების დაგირავება

1. ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით, ბანკის სასესხო აქტივები უნდა იყოს დაგირავებული ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, რისთვისაც ბანკი ეროვნულ ბანკთან დებს ხელშეკრულებას.

2. ხელშეკრულების დადებამდე ან მასში ცვლილების შეტანამდე, არაუგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე, ბანკი ეროვნულ ბანკს უგზავნის წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით შევსებულ, ელექტრონულ ფაილს ელექტრონულ მისამართზე collateral@nbg.gov.ge, რომლის შესაბამისობა პირველადი შემოწმებით დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ ამავე ელექტრონული მისამართიდან. ზემოაღნიშნული წესით დადასტურებული ელექტრონული ფაილი წარმოადგენს ხელშეკრულების ცვლილებას და შესაბამისად, დანართს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ეროვნული ბანკის მიერ დადასტურებული ელექტრონული ფაილი ნიშნავს, რომ ელექტრონულ ფაილში არსებული სასესხო აქტივების მონაცემები არის სრული და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისი (პირველადი შემოწმება).

4. ხელშეკრულების საგანი არის ელექტრონულ ფაილში ასახული სასესხო აქტივები, ხოლო ფასი - სასესხო აქტივების ჯამური ღირებულება, რომლებიც დადასტურებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია ყოველთვე ხელშეკრულების განახლების დღეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, განაახლოს ხელშეკრულების საგანი.

6. ხელშეკრულების დადებით ბანკი იღებს სრულ პასუხისმგებლობას სასესხო აქტივების შესახებ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების ნამდვილობაზე, სისწორეზე და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე.

7. ხელშეკრულების გაფორმების ან მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკი ახდენს ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული უფლების ელექტრონულ რეგისტრაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

8. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ბანკის უზრუნველყოფის პორტფელის მოცულობის ცვლილებას ეროვნული ბანკი ასახავს დაგირავებული აქტივების რეესტრში.

9. ბანკის მიერ უზრუნველყოფის პორტფელის გამოყენება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური გირავნობის საგნის დაგირავების რეგისტრაციის მომენტიდან.

10. თუ ბანკი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს მონაცემებს ან/და პირველადი ან/და შერჩევითი შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკი გამოავლენს შეუსაბამობებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს შეუჩეროს დაგირავებული სასესხო აქტივების უზრუნველყოფის პორტფელში გამოყენების უფლება.

11. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების განახლების დღემდე ბანკის რომელიმე სასესხო აქტივი აღარ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, და/ან მოხდა სასესხო აქტივის მთლიანად დაფარვა, და/ან მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს ბანკის უზრუნველყოფის პორტფელის თანხობრივი მოცულობის 10% და/ან მეტი პროცენტით ცვლილებას, ბანკი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაგირავებული აქტივების რეესტრში ნებისმიერ დროს შეიტანოს კორექტირება ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და/ან ეროვნული ბანკის ხელთ არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე.

13. ამ მუხლის მე-11 ან/და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას, ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩაანაცვლოს ან/და დაამატოს ახალი სასესხო აქტივი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დროისათვის მოქმედ კრიტერიუმებს.

14. ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკის მიერ დაგირავებულ სასესხო აქტივებზე წარდგენილი მონაცემების შემოწმებას ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და სიხშირით (შერჩევითი შემოწმება).

15. შერჩევითი შემოწმების შედეგების შესაბამისად ეროვნული ბანკი უკორექტირებს ბანკს ჰეარქართს ან ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით უჩერებს დაგირავებული სასესხო აქტივების უზრუნველყოფის პორტფელში გამოყენების უფლებას.

16. სასესხო აქტივების შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს შეუჩეროს უზრუნველყოფის პორტფელის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება.

მუხლი 8. ბანკის დეპოზიტი უცხოური ვალუტით

1. ეროვნული ბანკის თანხმობით, მისი სესხების უზრუნველსაყოფად ბანკს შეუძლია გამოიყენოს უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტი. ასეთი დეპოზიტი განთავსებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკში, შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ვალუტაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოური ვალუტით დეპოზიტი ან მისი ნაწილი ბანკის მიერ არ არის გამოყენებული სესხის უზრუნველყოფის საშუალებად, მაშინ ასეთ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე ორი საბანკო დღის განმავლობაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უცხოური ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი შემცირდა ფინანსური გირავნობის ცვლილების ზღვარზე მეტად, ეროვნული ბანკის მოთხოვნით ბანკი ვალდებულია ორი საბანკო დღის განმავლობაში უზრუნველყოს სადეპოზიტო ანგარიშზე უცხოური ვალუტის დამატება ფინანსური გირავნობის სრულ მოცულობამდე შესავსებად.

4. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უცხოური ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი გაიზარდა ფინანსური გირავნობის ცვლილების ზღვარზე მეტად, ეროვნული ბანკი ბანკის მოთხოვნის საფუძველზე უბრუნებს მას აღნიშნულ ზედმეტობას ორი საბანკო დღის განმავლობაში.

5. ბანკის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, სასესხო დავალიანების დაფარვის თარიღის შემდგომ დღეს ეროვნული ბანკი განახორციელებს იმ დღეს მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით სასესხო დავალიანების შესაბამისი ოდენობის უცხოური ვალუტის ჩამოჭრას ბანკის დაგირავებული დეპოზიტის ანგარიშიდან, რომლის შედეგად დარჩენილ ნაშთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე ორი საბანკო დღის განმავლობაში.

მუხლი 9. დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია

1. ბანკის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტების ეროვნული ბანკისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვალდებულების დადგომის მომდევნო საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ახორციელებს სესხის უზრუნველსაყოფად არსებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ან დასაკუთრებას და რეალიზაციას ამ დებულების შესაბამისად.

2. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახორციელებს აუქციონის მეშვეობით.

3. ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ ბანკებს.

4. თუ ეროვნული ბანკის მიერ უზრუნველსაყოფად არსებული ან დასაკუთრებული სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია ერთ დღეს ხდება, აუქციონი შეიძლება ჩატარდეს ცალცალკე ლოტებად ფასიანი ქაღალდების სახისა და ვადის გათვალისწინებით.

5. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი ბანკებს უგზავნის ფასიანი ქაღალდების საკუთრებაში მიღების ან რეალიზაცის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შეტყობინება მოიცავს:

) ფასიანი ქაღალდის სახესა და რეგისტრაციის ნომერს;

) ფასიანი ქაღალდის რაოდენობას და ნომინალურ ღირებულებას;

) ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობას;

) აუქციონის ჩატარებისა და განაცხადების წარდგენის თარიღსა და დროს;

) აუქციონის ჩატარების საშუალებას;

) ანგარიშსწორების ვადებს;

) ეროვნული ბანკის შეხედულებისამებრ, მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს.

7. აუქციონში თითოეული ბანკის მიერ წარსადგენი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

8. ბანკი აუქციონის განაცხადში უთითებს:

) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

) საპროცენტო განაკვეთს.

9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე არ იქნა წარდგენილი განაცხადები, არაუგვიანეს შემდეგი საბანკო დღისა ეროვნული ბანკი აცხადებს ახალ აუქციონს ამ დებულებით განსაზღვრული წესის დაცვით.

10. თუ ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონზე დადებული გარიგების მიხედვით ანგარიშსწორებას დადგენილ ვადებში, მისი ყველა განაცხადი უქმდება და:

) კმაყოფილდება დასრულებულ აუქციონზე წარდგენილი ის განაცხადები, რომელშიც საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია სხვა განაცხადებთან შედარებით;

) ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო აუქციონზე დადებული გარიგების 5%-ის ოდენობით.

მუხლი 10. დაგირავებული სხვა აქტივების რეალიზაცია

1. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხის დადგენილ ვადებში დაფარვას, ეროვნული ბანკი ახორციელებს ასეთი სესხის უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების რეალიზაციას ამ დებულებისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. სესხის უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიიმართება ბანკის სასესხო დავალიანების შედეგად წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად.

3. სესხის უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების რეალიზაციის თანხიდან ეროვნულ ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში უბრუნდება ბანკს ორი საბანკო დღის განმავლობაში.

4. თუ დასაკუთრებული აქტივის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ არის ეროვნული ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოსსაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 64- მუხლის შესაბამისად.