დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016227 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/03/2017 - 27/04/2017)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესი |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 თებერვლის № 8 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების პროგრამების გაცემის წესი |
ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირისათვის – დევნილი მოსახლეობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა) დახმარების მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები 1. მარჩენალდაკარგული ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 2. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის, შშმ პირის) დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 3. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 4. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 5. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 6. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 7. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 8. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 9. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 10. ონკოლოგიური ავადმყოფების, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 11. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) თანადაფინანსების პროგრამა. 12. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 13. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 14. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 15. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 16. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა . მუხლი 2. პროგრამების მიზანი 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა. 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა. 4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება. მუხლი 3. რესურსების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა 2017 წლის 27 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა-გაუმჯობესება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. თავი II სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 6. მარჩენალდაკარგული ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა ან მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან) ან მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა; ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) შემთხვევაში მეურვემ/მშობელმა უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან); ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის, შშმ პირის) დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება 1. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებმა (მათ შორის, შშმ პირებმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს) სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში (მათ შორის შშმ პირის) – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, (შშმ – პირის შემთხვევაში შშმ სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან); ე) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, აფთიაქი) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი; ვ)სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შრომისუუნარო, მძიმე კატეგორიის ავადმყოფის (მათ შორის შშმ)ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე გარდა ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტისა. მუხლი 8. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. 1. უხუცესმა, რომელსაც შეუსრულდა 90 წელი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 9. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1.დახმარების მისაღებად ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 10. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საჭიროებისა შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორთ, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 11. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1) ვეტერანის უფლებამოსილმა ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი); გ) გარდაცვლილი ვეტერანის ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი); გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 3 ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 12. ახალშობილების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1.ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში); ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. ბენეფიციარმა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ) მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 15. ონკოლოგიური ავადმყოფების, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, ასევე ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ)სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 16. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა 1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება. 2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა. ვ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2.C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა 1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4. 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 1. ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/ კალკულაცია. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორთ, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. 4. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. 5. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ.: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა). მუხლი 17. სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარით) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი) სხვა სტიქიისას, შესაბამისი კომისიის აქტი; დ) დაზიანებული (ან დანწვარი) შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევში წარმოსადგენია, ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან და შესაბამის ზარალის კატეგორიასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. თავი III სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები მუხლი 18. სოციალური დახმარების ოდენობა მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება შეადგენს: 1. მარჩენალდაკარგული ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა ა) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე–100 (ასი)ლარი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 100 (ასი) ლარი. 2. სოციალურად დაუცველის სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის შშმ. პირის) თანადაფინანსების პროგრამა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით, სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ, პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გარდა მარტოხელა, შრომისუუნარო მძიმე კატეგორიის ავადმყოფებისა , რომლებსაც დახმარება ჩაერიცხებათ უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახდელი თანხა – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. 3. ვეტერანთა და ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა ა) ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ) –150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი; გ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად საჩუქრის სახით – 500 (ხუთასი) ლარი; დ) გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. 4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა ა) ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი, ხუთი და მეტი შვილი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( I ჯგუფი) –100 ( ასი) ლარი; დ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი) ლარის და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში: ე) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. ანაზღაურდება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს; ვ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების (შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 100 % -ის ოდენობით (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება); ზ) C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 70 % -ის ოდენობით (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით ( სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს); თ) 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით) გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსება, (რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH), პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; ი) კომუნალური სუბსიდირების პროგრამა – პროგრამის ფარგლებში დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების/აბონენტების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებულ ოჯახების, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას, ყოველთვიური კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო- ზემო-სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე, მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 5. სტიქიით (მათ შორის ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობადამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ -500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით: ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. თავი IV სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 19. ერთჯერადი სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე, სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური. 2. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო). 3. გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე. მუხლი 20. საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობა 1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით– ბრძანებით. 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები. 3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი. 4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს. მუხლი 21. საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა 1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. საბჭოს თავმჯდომარე გამგებლის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს,შესაბამისი სამსახურს. 3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს. 4. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 22. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად ,ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე. მუხლი 23. საბჭოს ოქმები და გადაწყვეტილებები 1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური. 5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური. 6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს). მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა, ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას. 2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება გამგებლის ბრძანებით, საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია. 4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. მუხლი 25. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა 1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის (გარდა კომუნალური სუბსიდირების პროგრამისა) არის ერთჯერადი. 2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ან პირად ანგარიშზე. 3. კომუნალური სუბსიდირების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე, მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 4. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება. 5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ბრძანებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები