,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016232
14
27/04/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
280120000.35.103.016232
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 27 აპრილი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017   წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016227) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართის:
1. I თავის პირველი მუხლის მე-11  პუნქტში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფების ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი (ფულადი) თანადაფინანსების პროგრამა.“;

2. I I  თავის  მე-16 მუხლის  პირველ პუნქტში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფების ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი (ფულადი) თანადაფინანსება.“;

3. I I  თავის მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/ კალკულაცია;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა/მიმართვა;

ვ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან (სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში) .“;

თ)  ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში , ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა.“;

4. III თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანი ავადმყოფების ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება მოხდეს სოციალური დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების  (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული  ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხიდან  50%-ის ოდენობით არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ არ ფინანსდება. ხოლო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე  ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე  ბენეფიციარის  შემთხვევაში 70%-ის ოდენობით,  არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ არ ფინანსდება.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე