საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 120640000.22.026.016477
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
05/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
120640000.22.026.016477
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2017 - 27/05/2025)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №27

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ დანართი №1;

ბ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი“ დანართი №2.

მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ დანაყოფად განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველო.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 დეკემბერის №1278 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია