დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120640000.22.026.017359 |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ – დანართი №1; ბ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი“ – დანართი №2. |
| მუხლი 2 |
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ ქვედანაყოფად განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2017 წლის 5 აპრილის №27 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი |
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ვებგვერდზე გამოქვეყნების წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
2. სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის (შემდგომში − ინფორმაცია) პროაქტიულად გამოქვეყნება სამინისტროს ვებგვერდზე: www.mod.gov.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 3. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ინფორმაციაზე. 4. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან. 5. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი − „საჯარო ინფორმაცია“. 6. ამ წესის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ვებგვერდზე განთავსების მიზნით, მიეწოდება სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს. 7. ინფორმაციის სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოსათვის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან ამ წესის მე-11 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული პირები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებაზე − სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო. 8. ინფორმაცია, სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უნდა მიაწოდონ შემდეგ ვადებში: ა) ცვლილების შემთხვევაში განახლებადი ინფორმაცია − ცვლილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში; ბ) ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში; გ) კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − კვარტალის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში; დ) სამართლებრივი აქტები − ძალაში შესვლიდან 5 დღეში. 9. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 10. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 11. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი |
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და ელექტრონული ფორმით გაცემის წესსა და პირობებს.
2. ნებისმიერ პირს (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად. 3. საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, ელექტრონული მოთხოვნის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის „საჯარო ინფორმაციის გვერდზე“ არსებული ელექტრონული რესურსით, რომელზეც იგზავნება შესაბამისი მოთხოვნა. 4. ელექტრონული მოთხოვნა (განცხადება) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – განმცხადებლის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს; გ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ორგანიზაციის დასახელებას, ფაქტობრივ ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს; დ) მოთხოვნას. 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა (განცხადება) რეგისტრირდება სამინისტროს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში და სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, ეგზავნება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს. 6. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად გაიცემა განმცხადებლისათვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 7. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ინფორმაცია გაიცემა მატერიალური სახით ან კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 8. სტანდარტის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები