სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019830
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
121
09/03/2017
ვებგვერდი, 10/03/2017
280120000.10.003.019830
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2017 - 19/10/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2017 წლის 9 მარტი

   ქ. თბილისი

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა.   
მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე  მუხლის  მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი: 35 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017  წლის 1 მარტიდან.   

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №1 
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2017 წლის სახელმწიფო პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება.

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;

გ) ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;

დ) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

ე) დღის ცენტრების ქვეპროგრამა;

ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;

კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;

ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

მ) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;

ნ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;

ო) მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

1. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2017 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „35 02 03“ პროგრამული კოდით („სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“) განსაზღვრული ასიგნება.

2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის  № 102 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2016 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2016 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე  ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2017 წელს, თუ 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:

ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;

გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2016 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უპირობოდ უქმდება მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, არა უადრეს 20 და არაუგვიანეს  31-ე კალენდარული დღისა. ამასთან, რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;

ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;

ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;

ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა. ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.

4. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).

6. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, 2017 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების  (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.

7. 2017 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.

8. „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამისა“ და „მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვეში უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2018  წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ  წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა.

მუხლი 4. პროგრამის მოსარგებლეები

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2017 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

დანართი 1.1

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამის ამოცანაა სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საქონლის/მომსახურების შესყიდვას, გარდა ადგილობრივი და სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებში შემავალი     ღონისძიებებისა: საცხოვრებლით ან ბინის ქირით უზრუნველყოფისა, შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო მომსახურებისა და  სხვა არაპირველადი საჭიროების საქონლის/მომსახურებისა;

ბ) ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას და ბენეფიციარისათვის გადაცემას;

გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შემდეგი კატეგორიის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას:

ა)  რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების ოჯახები;

ბ) რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, თუკი დახმარების შესახებ განცხადების გაკეთების დროისთვის რეინტეგრაციის განხორციელებიდან არ არის გასული 90 კალენდარული დღე;

გ)  ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

დ) ოჯახი, რომელშიც ბავშვთან/ბავშვებთან ერთად ცხოვრობს არაუმეტეს ერთი შრომისუნარიანი სრულწლოვანი;

ე) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ვ) ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის  მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე სხვა ბავშვიანი ოჯახებისთვისაც შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, ამავე ბრძანებით განსაზღვრული კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესის შესაბამისად.

3. ერთი წლის ჩათვლით ასაკის  ბავშვი, რომლის:

ა) ოჯახი კვების ვაუჩერის მოთხოვნის შესახებ განცხადების შეტანის  მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ბ) ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია.

4. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე.  ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს  იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიკურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება..  ამასთან, პრიორიტეტი ენიჭებათ რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს და იმ ოჯახების ბავშვებს, რომლებსაც განცხადების შეტანის მომენტში აქვთ ნაკლები სარეიტინგო ქულა.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 514 000 ლარით. მათ შორის:

ა) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა - 635 000 ლარი;

ბ) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მომსახურება (საქონლის ლოგისტიკა,  ავეჯის და საოჯახო ტექნიკის გარდა) – 15 000 ლარი;

გ) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები -  864 000 ლარი.

2. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული,  ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.

3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის  და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;

ბ) გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;

დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს, არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით, საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს, არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;

ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით;

ზ) გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას;

თ) სააგენტო უზრუნველყოფს ბავშვების მშობლებზე ან კანონიერ წარმომადგენლებზე კვების ვაუჩერის გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლების და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, არაუგვიანეს სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი

1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელია პირ(ებ)ი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული- შესყიდული საქონლის (გარდა ავეჯისა და საოჯახო ტექნიკისა) ტრანსპორტირება და გადაცემა (ლოგისტიკა) შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ, რისთვისაც  მას ენიჭება უფლებამოსილება  ლოჯისტიკისთვის საჭირო ხარჯი(საწვავი, მივლინება) აანაზღაუროს  ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

3. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მომსახურების (საქონლის ლოგისტიკა,  ავეჯის და საოჯახო ტექნიკის გარდა) შესყიდვა ხორციელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ანაზღაურდება სააგენტოს მიერ, ქვეპროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 

5. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესასყიდ საქონელთან მიმართებით:

ა) სააგენტოს  მიეცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

ბ) ავეჯის (CPV კოდი 39100000) და საოჯახო ტექნიკის (CPV კოდი 39700000) თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ითვლება შეთანხმებულად საქართველოს მთავრობასთან და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის N33 დადგენილების შესაბამისად, დამატებით წინასწარ თანხმობას აღარ საჭიროებს.

 დანართი 1.2

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

1. ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.

2. ადრეული ინტერვენციის პროცესი  მოიცავს დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და  გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა)  მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვზე და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება და გადასინჯვა სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;

გ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური,  კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ  გეგმაში.  3 წლის ასაკის შესრულებამდე მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის,  ასევე 3-დან 7 წლამდე ასაკის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც  აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. 3-დან  7 წლამდე ასაკის დანარჩენი ბენეფიციარებისთვის მომსახურებაში ჩართვიდან  (დაწყებიდან) ერთი წლის (თორმეტი თვის) განმავლობაში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს ასევე 8-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მეორე წლის (შემდეგი თორმეტი თვის) განმავლობაში - 6-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მესამე (24 თვის შემდგომი) და შემდეგი წლების (თვეების) განმავლობაში 4-ს.  ამასთან,   ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მ.შ. წინა წლებში  მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც;

დ) გასაწევი მომსახურება გულისხმობს:

დ.ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას უპირატესად ოჯახის პირობებში მშობლების/ძირითადი მომვლელების მონაწილეობით;

დ.ბ) 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, რომელიც სახლის გარდა შეიძლება  იყოს  საბავშვო ბაღი, სკოლა ან სხვა ადგილი, სადაც ბავშვი ატარებს დროის დიდ ნაწილს და ჯგუფურ მომსახურებას, მათ შორის, წყვილებში. საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მომსახურება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში, რაც გაწერილი იქნება ინდივიდუალურ გეგმაში. წყვილებში ან ჯგუფში მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ს და უნდა მიმდინარეობდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში მათი მშობლების/ძირითადი აღმზრდელების მონაწილეობით. ჯგუფში ბავშვების  მაქსიმალური რაოდენობა არის 5, რომლებთანაც მუშაობს სულ ცოტა 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი;

ე) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);

ვ) ბავშვის და მისი გარემოს ხელახალი შეფასება ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში.  შეფასებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს დასკვნას მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზე;

ზ) ბავშვის და ოჯახის დახმარება, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სასწავლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღში ან სკოლაში) სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და  ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და  მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი,  რაც  დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს  სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული R62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართი 1.3-ით გათვალისწინებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 5040 ვიზიტი, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

3. ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  

4. სოციალური მუშაკი ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას და მომსახურებაში ჩართვის  მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. ამასთან, თუ გამოვლინდა ბავშვის მიტოვების რისკი ან ძალადობის რაიმე ფორმის ნიშნები, სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და განსახილველად გადასცემს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამის რეგიონულ საბჭოს (შემდგომში – რეგიონული საბჭო).   

5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.  

6. სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2015 წლამდე;

ბ) ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2016 წლამდე და  რომელთა ასაკი არ აღემატება ოთხ წელს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის;

გ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

დ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;

ე) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ვ)   ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;

ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

თ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

ი) მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთიდაიმავე  პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭოს იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

7.  ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მიმწოდებლის მიმართვისა და სათანადო დასკვნის წარდგენის საფუძველზე სააგენტო ასევე იღებს  გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის მომსახურეობის გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 950 000  ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა სააგენტოს გადაწყვეტილებით,  შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით,  გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში - მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი, არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.            დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 18,5 ლარი.

8. თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა ნაკლებია განსაზღვრულ  ლიმიტზე, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 18,5 ლარის ოდენობაზე.

9. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

10. ზედიზედ, 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.3

ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რაც დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტის და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმოამდგენლის ხელმოწერით;

ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს - „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება;    
გ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

დ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) პროგრამის დანართი 3-ში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2016 წლის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:

ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/ სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში - დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;

ა.ვ) ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

ბ.ა) პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ.ბ) პროგრამაში ჩართვის თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენას, არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, რის შემდეგაც სააგენტოში ხდება დოკუმენტაციის საფუძველზე   პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ.გ)  პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ:

ბ.გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი);

ბ.გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ.გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

ბ.გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ბ.გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

ბ.გ.ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

ბ.გ.ზ)  ამ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

ბ.დ) მე-3 მუხლის მეორე ნაწილის (ბ.გ.) - პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე  პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭოს იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

გ)  ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის ან კურსით გათვალისწინებული მომსახურების 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გამოუყენებლობის  შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 940 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.  ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში არანაკლებ 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.  30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღე (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებისა, (მაგ, პოსტოპერაციული პერიოდი, პირველადი მიმართვა), რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით). წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის, არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4.  წლის განმავლობაში ფინანსდება  6250 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 7 კურსისა.  ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომელთაც 2017 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამდე მიღებული მომსახურების/ვაუჩერის რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში. ბენეფიციარს  შეუძლია მიიღოს  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირების და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს  სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული R62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართი 1.2-ით გათვალისწინებულ  ბავშვთა ადრეული განვითარების  ქვეპროგრამაში.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი 1.4

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომში – ინდივიდუალური კურსი) ფარგლებში, ქვეპროგრამის ღონისძიებებს  საჭიროებისამებრ განეკუთვნება:

ა) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;

ბ) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;

გ) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;

დ) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ომის მონაწილე.

2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ) სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);

გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

დ) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.

3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ –  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  საინფორმაციო ბაზაში.

4.  პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ  დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით. ამასთან, აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში ანაზღაურდება 2016 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების ღირებულება, რომლის ანაზღაურება ვერ განხორციელდა 2016 წელს.

2. 2017 წლის განმავლობაში, ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი 1.5

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ამასთან მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები, ხოლო მე-3 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის  ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები;

ბ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

ზ) შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ზ.ა) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას, რომელიც დადასტურებული იქნება ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით);

ზ.ბ) წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა),  განხორციელებასა და განახლებას;

ზ.გ) შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის;

თ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

თ.ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;

თ.ბ) ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;

თ.გ) ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;

თ.დ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

თ.ე) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

თ.ვ) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა  პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);

თ.ზ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა, დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 575-ს;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. ერთდროულად  ამ  ქვეპუნქტით  განსაზღვრული  ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 815-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 599-ს;

დ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 66 -ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 600 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები, გაიცემა  მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან  12 თვეზე ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ხოლო შშმ პირებზე, (მათ შორის, შშმ ბავშვებზე) შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 230 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 378 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით  11 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში,  18 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება  წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით  ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5 ან 5-ზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით;

გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და  ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა  ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული იგი.

 

ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული

ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის

„გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის

„დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

238

180

300

50

2

ქ. ქუთაისი

50

61

66

16

3

ქ. რუსთავი

29

14

38

 

4

ქ. ბათუმი

-

45

 

 

5

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

15

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

-

15

 

 

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

25

 

 

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

 30

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

20

35

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

 14

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

 

 

14

ქ. ზუგდიდი

20

14

 

 

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

 

 

16

მცხეთის მუნიციპალიტეტი

-

55

20 

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

 

 

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

 

 

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

 

 

 

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

19

 

 

25

ქ. წნორი

 

19

 

 

26

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

 10

 

27

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

28

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

29

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

30

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

 8

 

31

ხარაგაულის

 

20

 

 

32

ხონის

 

13

14

 

33

ახმეტის

15

 

 

 

34

წალკის

 

10

 

 

35

სიღნაღის

 

11

 

 

 

სულ ბენეფიციარი

575

815

599

66

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.6

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

მუხლი 3. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი ან დაფინანსებული დამხმარე საშუალებების განაწილების წესი

1. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2 (გარდა ორთეზისა), 1.6.3 და 1.6.4 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;

ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.

6. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

7. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღების უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:

ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები. ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის –  ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ, დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ, სამინისტროს  ან ფონდის დირექტორის მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა -ის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას), გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;

 გ)  „ომისა და  სამხედრო  ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

დ)  ამ დადგენილების დანართი 1.6.2-ით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში – ორთეზირების საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ამ დადგენილების დანართი 1.3-ით გათვალისწინებული ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები;

ე) ამ დადგენილების დანართი 1.6.4-ით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში:

ე.ა) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ე.ბ) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ვ) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ზ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

თ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:

თ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

თ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

თ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

თ.დ) ასაკით პენსიონერები;

ი)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

კ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ლ)  ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

მ) ასაკით პენსიონერები;

ნ) ბენეფიციარები, მიუხედავად ამ პუნქტით განსაზღვრული რიგითობისა (გარდა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების), რომლებსაც ანალოგიური დამხმარე საშუალება მიღებული აქვთ 2015 ან 2016 წლების (ელექტროეტლის შემთხვევაში, ასევე 2013 და 2014 წლის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

დანართი 1.6.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა

დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა, შშმ პირების დასაქმებისა და სავარძელ-ეტლების  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა;

გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო  და ტექნიკური მომსახურების გაწევა;

დ) გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;

ე) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, დამატებით:

ვ.ა) ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე;

ვ.ბ) მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;

ვ.გ) ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;

ვ.დ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W;

ვ.ე) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ;

ვ.ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა;

ზ) 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტრო სავარძელ-ეტლი.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები), ამასთან ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში, 14 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები/ბავშვები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი -  ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა)  კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.  „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  548 500 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 268 500 ლარი.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარს.

6. სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ)  „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ)  დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 80%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) -  მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 80%-ით;

გ) ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - ელექტროსავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის  მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოში აწარმოებს სავარძელ-ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს აღემატება და სააგენტოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;

ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, სავარძელ-ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;

გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და სააგენტოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტს განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.6.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;

გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

დ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვანაირად არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;

ე) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები).

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე   პირი  განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა)  კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

დ.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  1 300 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად.

 

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)

I. პროთეზირება

 

1. ქვედა კიდურის პროთეზირება

 

1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით

1000

1.2. მუხლს ქვედა პროთეზი

 

1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში - ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით

2900

1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით  სილიკონ ლაინერის გარეშე 

1790

1.2.3. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

 

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით

3300

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

 

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2  სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით

3950

1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

2780

1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

2. ზედა კიდურის პროთეზირება

 

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

 

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

3340

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

 

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

2500

2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

1300

II. ორთეზირება

 

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

140

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

840

3. მუხლის ორთეზი

700

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

990

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

100

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

180

7. ორთეზი კისრის დონეზე

150

8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე

700

9. ორთეზი წელის დონეზე

575.

 

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში,  ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ)  „ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტს განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.6.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) არანაკლებ  1 500 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;

ბ) ციფრული აპარატის მორგებას;

გ) ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

დ) გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო მომსახურებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები და 5 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვები).

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე,  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, გარდა 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა, რომლებიც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა  №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა)  კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 375 000 ლარით.

2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

1. კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.

2. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 დანართი 1.6.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა)  7  კოხლეარული იმპლანტის შეძენას;

ბ)  რეაბილიტაციას.

2. რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

ა)  ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას (ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულად),  მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში  ჩატარებული  აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც წინა წლებში  ჩატარებული  აქვთ კოხლეარული იმპლანტაცია;

გ) იმ ბენეფიციართათვის, რომელთა მიმართ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება დაწყებულია წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში და არ არის დასრულებული ამ პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, ამავე პუნქტით დადგენილი სარეაბილიტაციო კურსის რაოდენობა  განისაზღვრება წინა წლებში მიღებული მომსახურების რაოდენობის გამოკლებით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:

ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;

გ) ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს;

დ) ის პირები, რომლებსაც კოხლეარული იმპლანტაცია ჩატარებული აქვთ სახელმწიფო პროგრამისგან დამოუკიდებლად და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებას.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და/ან მომსახურების მიღების მოთხოვნით, პირი  განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში);

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 540 000 ლარით.

2. შესაბამის საქონელს და მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება  - 35 920 ლარს;

ბ) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს - 3 000 ლარისა. ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს.

გ)  ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში - 2 000 ლარს. ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში - 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის განხორციელების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რისთვისაც მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი

1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება, კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ასევე:

ა) ა(ა)იპ – სმენადარღვეულ  ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია (ყოფილი ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „პირველი თაობა“) (ს/კ: 404494935) და  ა(ა)იპ –   სმენადი (ს/კ: 405139906) სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული პირობების  შესაბამისად;

ბ) პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში ამ მომსახურების მიმწოდებლად.

3.  ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ელექტრონული   ტენდერის პროცედურების   დასრულებამდე და  „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი მიმწოდებლის  გამოვლენამდე,  სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულების  გაგრძელება/გაფორმება  იმავე მიმწოდებელთან,  რომელიც ამ  მომსახურებას ახორციელებდა  საქართველოს   მთავრობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში  გაფორმებული  ხელშეკრულების  შესაბამისად. ამასთანავე,  ხელშეკრულების  ღირებულების  ყოველთვიური მოცულობა  განისაზღვროს არაუმეტეს 15 000  ლარით.“

 მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

1. კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.

2. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 დანართი 1.6.5

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) არანაკლებ 12 ცალი უსინათლოთა (თეთრი) ხელჯოხის შეძენა და გაცემა;

ბ) წინა წლებში კომპონენტის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების გაცემა.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე  შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან);

ბ) უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე,  პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

გ) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით (გარდა, უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა/ბავშვებისა, რომელთა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები/ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (I ჯგუფის ინვალიდები) ან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები).

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა)  კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1000 ლარით.

2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.

დანართი 1.7

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);

ბ) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა;

გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე,  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);

დ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ;

ე) ყოველთვიურად, მომსახურების გაწევის შემდგომი თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ სააგენტოში გაწეული მომსახურების თაობაზე, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული  ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 48 000 ლარით.

2. შესაბამის მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი  5.  ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. 

დანართი 1.8

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;

გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი  ერთ-ერთი  შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი  შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება  „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 366 500 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს ქ. ქუთაისში, 48 პირს ქ. თბილისში და 10 პირს ქ. ხაშურში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 17 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (17 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს - შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება 50%-ით.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი 1.9

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსების გზით ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის ხელშეწყობას;    

ბ) ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფას;

გ) ბავშვის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი  ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას;    

დ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები,  რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 254 000 ლარით.

2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირების რეგისტრირება, შერჩევა და სხვა თანმდევი საკითხები რეგულირდება „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.10

მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მინიმუმ სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;

ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);

ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;

თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;

ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;

მ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ნ) საქართველოს კურორტებზე, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

ნ.ა) შესაბამის კურორტამდე და უკან ტრანსპორტირებასა და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ნ.ბ) მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ნ.გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;

ნ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ო)   შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ო.ა) ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

ო.ბ) დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ო.გ) შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები,  რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 280 000 ლარით.

2. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.  ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 20 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 18 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8,5 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

1

ქ. თბილისი

114

2

ქ. რუსთავი

8

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

18

4

მცხეთის მუნიციპალიტეტი

20

5

დუშეთის მუნიციპალიტეტი

8

6

ქ. ქუთაისი

52

7

ხონის მუნიციპალიტეტი

10

8

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

9

საჩხერის მუნიციპალიტეტი

8

10

ქ. ბათუმი

6

11

თელავის მუნიციპალიტეტი

25

12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

13

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

16

14

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

15

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

16

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

8

17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

18

გორის მუნიციპალიტეტი

10

19

ხაშურის მუნიციპალიტეტი 

20

სულ

 

373

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი 1.11

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა:

ა.ა) ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;

ა.ბ) სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება;

ა.გ) ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება და სოციალური სამუშაოს განხორციელება;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება;

ა.ე)   ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა და მისი დაცვის ხელშეწყობა;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება;

ა.ზ) ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება;

ა.თ) ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს პირველადი შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.ი) მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი;

ბ) დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე  ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;

ბ.გ) პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;

ბ.დ) ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;

ბ.ე) კრიზისული სიტუაციების მართვას;

ბ.ვ) ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;

ბ.ზ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას (ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);

ბ.თ) არაფორმალური განათლების მიწოდებას;

ბ.ი) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;

ბ.კ) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარებისა და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას;

გ)  სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება, რაც მოიცავს:

გ.ა) ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, მზრუნველი  გარემო);

გ.ბ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;

გ.გ) ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

გ.დ) კრიზისული სიტუაციების მართვას – სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქოსოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია;

გ.ე) ბენეფიციართათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებასა და მომზადებას სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ მოსათავსებლად;

გ.ვ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

გ.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;

გ.თ) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას);

გ.ი) ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;

გ.კ) ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

გ.ლ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

გ.მ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;

გ.ნ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 620 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 3 300 ლარს, რომელიც მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოში ანგარიშის წარდგენა,  სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა, დღის ცენტრის და თავშესაფრის  შემთხვევაში, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების  თვეში დაწესებულების  მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა  შეადგენს:

ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 9 ლარს;

ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 20 ლარს.

ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული  ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ  თითოეულ  თავშესაფრში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არა უმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ  თითოეულ  თავშესაფრში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არა უმეტს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ  თითოეულ  თავშესაფრში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არა უმეტს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას. 

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებლები არიან:

ა) უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, World  Vision International-ის ფილიალი  საქართველოში – 3 მობილური ჯგუფი;

ბ)  ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი  საქართველოს კარიტასი – 1 მობილური ჯგუფი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

2. ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სააგენტო ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

დანართი 1.12

სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა  სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით ურუნველყოფის კომპონენტი;

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ღონისძიებები ხანდაზმულთა და შშმ პირთა  სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში მოიცავს:

ა) საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

გ) დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მომსახურების  პროგრამის შედგენას და განხორციელებას;

დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევას, სწავლებას და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას);

ე) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას.

2.    შშმ პირთა საოჯახო ტიპის  დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში ღონისძიებები მოიცავს:

ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ბ) მომსახურების  პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;          

გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით  სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;

ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

გ) საყოფაცხოვრებო (მ.შ. თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;

დ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას  (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით ხელობის შერჩევა, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

დ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა  და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

ე) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას.

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა  სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის  ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის  ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ურუნველყოფის  კომპონენტის სამიზნე ჯგუფია 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, უკანასკნელი სამედიცინო ფორმა N100-ით დადასტურებული, შემდეგი დიაგნოზების მქონე  პირები (მხოლოდ რემისიის მდგომარეობაში): ორგანული ჰალუცინოზი F06.0, ორგანული ბოდვითი აშლილობა F06.2, ორგანული ბუნების (აფექტური) აშლილობა F06.3, შიზოფრენია F20, შიზოტოპური აშლილობა F21, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა F22, შიზოაფექტური აშლილობა F25, ბიპოლარული აფექტური აშლილობა F31, რეკურენტული დეპრესიული აშლილობა F33, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F70.0, საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა F71.0, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72.0. ასევე, აღნიშნული კატეგორიის  ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის  ინტერესებს. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობას და ზრუნვას,  რაზეც დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს.

 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში არ უნდა  აღემატებოდეს  230-ს, ხოლო  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში- 28-ს

მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 330 000  ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის  დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი  6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი 1.13

მძიმე  და  ღრმა  გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის  მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური,  თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც  ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად  მომვლელის –   განვითარების სპეციალისტის – და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – მომსახურებას, სულ - თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში  შედის:

ბ.ა) ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების  გეგმის შემუშავება/განხორციელება;

ბ.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

ბ.გ) ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი  ჰიგიენის დაცვის  პროცესში;

ბ.დ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და  მხარდაჭერა;

ბ.ე)  ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;

ბ.ვ)  ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;

ბ.ზ)  ბავშვის და ოჯახის წევრების  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ბ.თ)  ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

მუხლი  3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 40  ბავშვისა  ქ. თბილისში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,  შეუძლებელია მისი სკოლაში და/ან  დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

2. ქვეპროგრამით  გათვალისწინებული  მომსახურების  მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე  ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი   განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა - №IV- 50/2, რომელშიც ძირითადი დიაგნოზის პუნქტში აღნიშნული უნდა იყოს მძიმე ან ღრმა ან სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა თანმხლებ დიაგნოზთან ერთად და „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“  დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62 ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად,   განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).

3.  მიმწოდებელი უზრუნველყოფს:                      

ა) ბავშვის პირველად შეფასებას და   ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ) პირველადი შეფასების სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების  მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვამდე.  პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

გ) განცხადების წარდგენის დღისთვის  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) მინდობით აღზრდაში  მყოფი ბავშვები.

მუხლი  4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება    

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 144 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის  ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის  დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის  თვეში ითვალისწინებს  მომვლელის,    განვითარების სპეციალისტის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, ვაუჩერის ერთი თვის ტალონის დაფინანსების ლიმიტია  300 ლარი. ამასთან,  თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა  44-ზე  ნაკლებია, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მოთხოვნილი სეანსების მინიმუმსა და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 6.82 ლარის ოდენობაზე.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. ზედიზედ, 60 დღის მანძილზე  ვაუჩერის  გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის  ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში  ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

7.  18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება  წყდება,  თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო  სისტემაში ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, რაც სცილდება მომსახურების არეალს.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს სააგენტოს.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია  სამინისტროში რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 დანართი  1.14

მძიმე  და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მოვლა და აღზრდა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;  

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;

ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ყოველდღიური ზრუნვა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და შესაბამისი  უნარების განვითარება;

ვ)   სათანადო სამედიცინო ზრუნვის განხორციელება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში – ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

თ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესება;

ი) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ლ) ბენეფიციარის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 149 000 ლარით.

2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 50 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 25 ლარით.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

 

    დანართი №2

ბავშვთა ადრეული ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები  (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

კლასი 1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:

A81.1 ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი

კლასი 2. სიმსივნეები:

C71.6 ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე

კლასი 3. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები

D53.0 ცილა-დეფიციტური ანემიები

D82.1 დი ჯორჯის სინდრომი

კლასი 4.  ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები

E00.0 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, ნევროლოგიური ფორმა

E00.1 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, მიქსედემური ფორმა

E00.2 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, შერეული ფორმა

E00.9 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, დაუზუსტებელი

E03.0 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი დიფუზური ჩიყვით

E03.1 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ჩიყვის გარეშე

E22.0 აკრომეგალია და ჰიპოფიზური გიგანტიზმი

E23.0 ჰიპოპიტუიტარიზმი

E26.8 ჰიპერალდოსტერონიზმის სხვა ფორმები

E34.8 სხვა დაზუსტებული ენდოკრინული მოშლილობები

E70.0 კლასიკური ფენილკეტონურია

E70.2 თიროზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E71.0 „ნეკერჩხლის სიროფის” ავადმყოფობა

E71.1 განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E71.3 ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.0 ამინომჟავების ტრანსპორტის დარღვევები

E72.1 გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.2 შარდოვანას ციკლის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.3 ლიზინისა და ჰიდროქსილიზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.5 გლიცინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E74.0 გლიკოგენის დაგროვების ავადმყოფობა

E74.2 გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები

E75.0 GM2 განგლიოზიდოზი

E75.1 სხვა განგლიოზიდოზები

E75.2 სხვა სფინგოლიპიდოზები

E75.3 სფინგოლიპიდოზი, დაუზუსტებელი

E75.4 ნეირონების ლიპოფუსცინოზი

E75.5 ლიპიდების დაგროვებით მიმდინარე სხვა ავადმყოფობები

E76.3 მუკოპოლისაქარიდოზი, დაუზუსტებელი

E77.0 ლიზოსომური ფერმენტების პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დეფექტები

E77.1 გლიკოპროტეინის დაშლის დეფექტები

E78.8 ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E79.1 ლეშ-ნიჰენის სინდრომი

E83.0 სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევები

კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

F70- F79 გონებრივი ჩამორჩენილობა

F80 - F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები

F90-F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.

კლასი 6. ნერვული სისტემის დაავადებები

G11.8 სხვა მემკვიდრული ატაქსიები

G12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G24.1 იდიპათიური ოჯახური დისტონია

G24.8 სხვა დისტონიები

G31.8 ნერვული სისტემის სხვა დაზუსტებული დეგენერაციული ავადმყოფობები

G40.1 ლოკალიზებული (ადგილობრივი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები მარტივი პარციული გულყრებით

G40.2 ლოკალიზებული (კეროვანი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით

G40.3 გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები

G40.4 გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები

G40.8  ეპილეფსიის სხვა დაზუსტებული ფორმები

G40.9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი

G60.0 მემკვიდრული მოტორული და სენსორული ნეიროპათია

G70.0 Myasthenia gravis

G71.0 კუნთოვანი დისტროფია

G71.1 მიოტონიური დაზიანებები

G71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G80.1 სპასტიური დიპლეგია

G80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

G80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები

G80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი

G81.9 ჰემიპლეგია, დაუზუსტებელი

G82.2 პარაპლეგია

G82.5 კვადრიპლეგია

G83.0 ზედა კიდურების დიპლეგია

G83.1 ქვედა კიდურის მონოპლეგია

G83.2 ზედა კიდურის მონოპლეგია

G83.8 დამბლის სხვა დაზუსტებული პარალიზური სინდრომები

G83.9 დამბლის სინდრომი, დაუზუსტებელი

G90.1 ოჯახური დისავტონომია (რაილი-დეის)

G91 ჰიდროცეფალია (G91.0- G91.9)

G92 ტოქსიკური ენცეფალოპათია

G93.1 თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

G93.4 ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი

G93.8 თავის ტვინის სხვა დაზუსტებული დაზიანებები

G95.0 სირინგომიელია და სირინგობულბია

კლასი 7. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები

H47.0 მხედველობის ნერვის ავადმყოფობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კლასი 9. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (I61.0- I61.9)  

კლასი 11. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

K44.9 დიაფრაგმული თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე

K91.2 პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კლასი 12. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

L91.8 კანის სხვა ჰიპერტროფიული დაზიანებები

კლასი 13. ძვალ - კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები

M08. იუვენილური  ართრიტები (M08.0 - M08.4)

M21.1 ვარუსული დეფორმაცია, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში

M21.5 შეძენილი ბრჭყალისებრი მტევანი, ხელმრუდობა, ღრუიანი (მაღალი თაღით) ტერფი და ტერფმრუდობა

M61.0 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, ტრავმული

M61.1 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, პროგრესული

კლასი 16. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობები

P02.8 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის სხვა ანომალიებით

P02.9 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის ანომალიებით, დაუზუსტებელი

P04.3 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული დედის მიერ ალკოჰოლის გამოყენების გამო

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლუმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის სხვა სამშობიარო ტრავმები

P35.1 თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია

P52.2 ნაყოფის და ახალშობილის პარკუჭშიდა (არატრავმული) სისხლჩაქცევა, III ხარისხის

P91.2 ახალშობილთა ცერებრული ლეიკომალაცია

P91.9 ახალშობილთა ტვინის დარღვევა, დაუზუსტებელი

P94.2 თანდაყოლილი ჰიპოტონუსი

P96.1 წამლისმიერი აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებში, განპირობებული დედის ნარკომანიით

P96.2 აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებისთვის სამკურნალწამლო საშუალებების შეყვანის შემდეგ

კლასი 17. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

Q00.0 ანენცეფალია

Q01 ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)

Q02 მიკროცეფალია

Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია

Q03.9 თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი

Q04.0 კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q04.2 ჰოლოპროზენცეფალია

Q04.3 თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები

Q04.4 სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია

Q04.6 თანდაყოლილი ცერებრული კისტები

Q04.9 თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q05  Spina bifida  (Q05.0- Q05.9)

Q06.2 დიასტემატომიელია

Q07.0 არნოლდ-კიარის სინდრომი

Q07.9 ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q11.1 ანოფთალმის სხვა სახე

Q11.2 მიკროფთალმი

Q14.0 მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q15.8 თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q26.8 მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები

Q35.1 მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.3 რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.5 მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი

Q35.7 ნაქის ნაპრალი

Q35.9 სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი

Q36.0 ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი

Q36.1 ტუჩის ნაპრალი, შუა

Q36.9 ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი

Q37. სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)

Q43.0 მეკელის დივერტიკული

Q66.8 ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები

Q67.3 პლაგიოცეფალია

Q68.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები

Q71.6 კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი

Q71.0 ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q72.0 ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q73.0 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა

Q73.1 ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის

Q73.8 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები

Q74.3 თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი

Q74.8 კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q75.1 ქალა-სახის დიზოსტოზი

Q75.4 სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი

Q76.4 ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან

Q77.0 აქონდროგენეზია

Q77.1 სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა

Q77.3 წერტილოვანი ქონდროდისპლაზია

Q77.4 აქონდროპლაზია

Q77.5 დისტროფიული დისპლაზია

Q77.8 სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით

Q77.9 ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი

Q78.0 არასრული ოსტეოგენეზი

Q78.1 პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია

Q78.9 ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი

Q79.0 თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი

Q79.3 გასტროშიზი

Q79.4 „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი

Q79.6 ელერს-დანლოს სინდრომი

Q80.4 ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]

Q80.8 სხვა თანდაყოლილი იქთიოზი

Q82.1 პიგმენტური ქსეროდერმა

Q85.0 ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)

Q85.1 ტუბეროზული სკლეროზი

Q85.8 სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q86.0 ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)

Q87.0 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით

Q87.1 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან

Q87.2 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით

Q87.3 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით

Q87.4 მარფანის სინდრომი

Q87.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.7 მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q89.9 თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი

Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)

Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 - Q91.7)

Q92 აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)

Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9)

Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 - Q95.9)

Q96 ტერნერის სინდრომი (Q96.0 - Q96.9)

Q97 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში    (Q97.0 - Q97.9)

Q98 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში    (Q98.0 - Q98.9)

Q99 სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში    (Q99.0 - Q99.9)

კლასი 18. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

R47.0 დისფაგია და აფაზია

R56.0 კონვულსიები ცხელების დროს

R56.8 დაუდგენელი და სხვა კონვულსიები     
R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება

R62.8 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები

R62.9 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი

კლასი 19. დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები

S12.0 კისრის პირველი მალის მოტეხილობა

S12.1 კისრის მეორე მალის მოტეხილობა

S12.2 კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა

S12.8 კისრის სხვა ნაწილების მოტეხილობა

S12.9 კისრის მოტეხილობა, დაუზუსტებელი ნაწილი

S14.3 მხრის წნულის ტრავმა

S14.1 ზურგის ტვინის კისრის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმები

S22.0 გულმკერდის მალის მოტეხილობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

S24.1 ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმა

S32.0 წელის მალის მოტეხილობა

S32.1 გავის მოტეხილობა

S32.2 კუდუსუნის მოტეხილობა

S34.1 ზურგის ტვინის წელის ნაწილის სხვა ტრავმა.

    დანართი №3

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები  (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

· ბავშვთა ცერებრული დამბლა G 80

G 80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G 80.1 სპასტიური დიპლეგია

G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია 

G 80.3 დისკინეზური ცერებრული დამბლა

G 80.4 ატაქსიური ცერებრული დამბლა

G 80.8 ბავშვთა  ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)

G 80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.

 

·  სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები G 12.

G 12.0  ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი  I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G 12.1 სხვა მემკვიდრული  სპინური კუნთოვანი ატროფიები:

ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს)

სპინური კუნთოვანი ატროფია:

-  მოზრდილთა ფორმა,

-  ბავშვთა ფორმა, ტიპი II

-  დისტალური

-  იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის)

-  სკაპალურ-პერონეული ფორმა

G 12.2 მოტორული ნეირონის ავადმყოფობა:

მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა

გვერდითი სკლეროზი:

- ამიოტროფული

- პირველადი

- პროგრესული

- ბულბარული დამბლა

-   სპინური კუნთოვანი ატროფია:

G 12.8 სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები

G 12.9 სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.

· კუნთების  პირველადი დაზიანებები G 71

G 71.0 კუნთოვანი დისტროფია

G 71.1 მიოტონური დაზიანებები

G 71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G 71.9  დაუზუსტებელი

  • ჰემიპლეგია G 81  

G 81.0  დუნე ჰემიპლეგია

 G 81.1 სპასტიკური ჰემიპლეგია

 G 81.9   ჰემიპლეგია დაუზუსტებელი

· პარა და ტეტრაპლეგია, G 82  

G 82.0  დუნე პარაპლეგია

 G 82.1 სპასტიკური პარაპლეგია

 G 82.2   პარაპლეგია დაუზუსტებელი

 G 82.3  დუნე ტეტრაპლეგია

 G 82.4 სპასტიკური ტეტრაპლეგია

 G 82.5   ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი

· ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები G 09

გამოიყენება  იმ მდგომარეობათა შემთხვევებში, როდესაც ,,შედეგი“ მოიცავს მოგვიანებით ეფექტებს ან დაავადების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მდგომარეობებს.

  • სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები I69

 I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.2 სხვა არატრამვული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შედეგები

 I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგები

  I69.4 ინსულტის შედეგები

  I69.8 სხვა დაუზუსტებელი ცერებროვასკულარული ავადმყოფობის შედეგები.  

  • ანთებითი პოლინეიროპათიები  G 61 

G 61.0  გიიენ-ბარეს სინდრომი

G 61.1 შრატისმიერი ნეირიპათია

G 61.8   სხვა ანთებითი პოლინეიროპათიები

G 61.9 ანთებითი პოლინეიროპათია, დაუზუსტებელი 

  • პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები P14

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლიმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.2 დიაფრაგმის ნერვის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.8 პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა ნაწილების  სამშობიარო ტრავმა

P14.9 პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმა, დაუზუსტებელი

R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება.