დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 469 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.020178 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2017, 280120000.10.003.019830) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. 1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული R62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართი 1.3-ით გათვალისწინებულ ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 5360 ვიზიტისა, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მათ შორის, ახალციხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 80 ვიზიტისა თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 80 ვიზიტისა თვეში, გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 80 ვიზიტისა თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არაუმეტეს – 80 ვიზიტისა თვეში.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 940 000 ლარით.“. 2. 1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის: ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა; ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების მიერ (დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), გარდა ამ ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისა; ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია; ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოსადმი მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში; გ) სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით: გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი); გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები; გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება; გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა); გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს; გ.ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის; გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით; გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთისა და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს; დ) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის ან კურსით გათვალისწინებული მომსახურების 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ.“. 3. 1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 834-ს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 624-ს;“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 424 000 ლარით.“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზეც იქნა იგი გაცემული.
4. 1.6.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 630 000 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 374 900 ლარი.“. 5. 1.6.2 დანართის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 407 500 ლარით.“. 6. 1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 38 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 540 000 ლარით.“. 7. 1.9 დანართის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 280 000 ლარით.“. 8. 1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 257 000 ლარით.“. 9. 1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 668 000 ლარით.“. 10. 1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა): ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, უკანასკნელი სამედიცინო ფორმა №100-ით დადასტურებული შემდეგი დიაგნოზების მქონე პირები: ორგანული ჰალუცინოზი F06.0, ორგანული ბოდვითი აშლილობა F06.2, ორგანული ბუნების (აფექტური) აშლილობა F06.3, შიზოფრენია F20, შიზოტოპური აშლილობა F21, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა F22, შიზოაფექტური აშლილობა F25, ბიპოლარული აფექტური აშლილობა F31, რეკურენტული დეპრესიული აშლილობა F33, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F70, საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა F71, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72.0, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 303 000 ლარით.“. 11. 1.13 დანართის (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 134 000 ლარით.“. 12. 1.14 დანართის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 132 000 ლარით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები