ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3-11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.101.016372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3-11
24/02/2017
ვებგვერდი, 01/03/2017
280080020.35.101.016372
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2017 - 06/03/2018)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-11

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი  და    წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების  წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს   ორგანული   კანონის   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“  მე-16  მუხლის   მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების  წახალისების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.

ბ) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან   სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების   წესი“, დანართი 2-ის შესაბამისად;

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების და ფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-115  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი 1 
ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „სოციალურად დაუცველი  და    წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების  წახალისების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  
1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  წარმატებული სტუდენტების წახალისების  წესი“ (შემდგომში წესი) განსაზღვრავს, თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ  სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.

3. დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში.

4. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:

ა.ა) სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ბ) სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.გ) სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ა.დ) სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია;

ა.ე) სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ა.ვ) სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ზ) სსიპ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;

ა.თ) სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაж

ბ) სტუდენტი უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) წარმატებული სტუდენტი მაგისტრატურის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) სტიპენდიანტი წარმატებული სტუდენტი, რომელზეც გაიცემა სტიპენდიაж

ე) სტიპენდია სტიპენდიანტის ერთჯერადი დაფინანსება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდანж

ვ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.


მუხლი 3. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში სამსახური), უნივერსიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის (დანართი 1) საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4. წარმატებული სტუდენტების დაფინანსების კრიტერიუმები და პირობები
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. თითოეულ უნივერსიტეტს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი სტუდენტების საერთო რაოდენობის 30%. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების რაოდენობა არის 50-ზე ნაკლები, მაშინ უნივერსიტეტმა უნდა წარმოადგინოს საერთო რაოდენობის 50%, ხოლო იმ უნივერსიტეტზე, სადაც წარმატებული სტუდენტის რაოდენობა 10 და ნაკლებია, კვოტირების სისტემა არ ვრცელდება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორ ან მეტ წარმატებულ სტუდენტს სემესტრის განმავლობაში მიღებული აქვს თანაბარი ქულა, პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) სოციალურად დაუცველი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი;

გ) ომის ვეტერანის ოჯახის წევრი;

დ) ობოლი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი.

4. სტიპენდიის მიღებისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) ამონაწერი თბილისში რეგისტრაციის შესახებ.

5. სტიპენდია ერთ სტიპენდიანტზე შეადგენს 562,5 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს (დარიცხული).

6. სტიპენდიანტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).


მუხლი 5. სტიპენდიის გაცემა
1. სამსახურის მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის სტიპენდიანტისთვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

2. სტიპენდიანტს სტიპენდია გადაერიცხება სამსახურში წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

3. სტიპენდია გაიცემა სამსახურის მიერ  სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

4.მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე პროგრამის ფარგლებში სტიპენდია არ გაიცემა.


მუხლი 6. კონტროლის განხორციელება
ამ წესის შესრულების კონტროლი განხორციელდება სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.            


 დანართი 2 
ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესი“ (შემდგომში წესი)განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სოციალურად დაუცველიდა წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“  (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი ქალაქ თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრია;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოცემული დადგენილების მიზნებისათვის,  ერთიანი ეროვნული, გამოცდების ჩაბარების გზით,  სტუდენტის მიერ  მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც განსაზღვრულია (წლიურად, 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში)  2250  (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) სემესტრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოცემული დადგენილების მიზნებისათვის, ერთიანი ეროვნული, გამოცდების ჩაბარების გზით, სტუდენტის მიერ მიღებული, სემესტრული სასწავლო თანხის სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც განსაზღვრულია 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

ე) დაფინანსება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად.

ვ) ქვეპროგრამა   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა  (კოდი 07 05 03).


მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი
დაფინანსების გაცემის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევისა და ღირსეული დასაქმებისათვის. დასახული მიზნის მიღწევისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფარვა 100%, 70% ან 50% პროცენტის ოდენობით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით.

მუხლი 4. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება
1. ქვეპროგრამის  ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს სოციალურად დაუცველ სტუდენტს.

2.  ქვეპროგრამისა  და დაფინანსების ადმინისტრირებას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში სამსახური).

3. სამსახური განიხილავს  განაცხადებას,  რომლებიც აკმაყოფილებს  ამ წესით გათვალისწინებულ  მოთხოვნებსა და პირობებს.

4. განმცხადებლის მიმართვის შემთხვევაში  სამსახური ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესთან. ასევე განუმარტოს განმცხადებელს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე.


მუხლი 5. დაფინანსების მოპოვების ეტაპები 
დაფინანსების მოპოვების ეტაპებია:

ა) განცხადების წარდგენა;

ბ) წარდგენილი განცხადების ტექნიკური გადარჩევა;

გ) შერჩეული განმცხადებლის  დაფინანსება.


მუხლი 6. განცხადების წარდგენა
1. სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან,  წლიური გადასახადის მითითებით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ. ხოლო I სემესტრის სტუდენტებისათვის  სავალდებულოა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ;

ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);

ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

2. დაფინანსების მოპოვებისთვის განცხადების შემოტანის უფლება აქვს თავად დაფინანსების მსურველ პირს ან/და მის  წარმომადგენელს (წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე).


მუხლი 7. განცხადების  წარდგენის ვადები და მათი ტექნიკური გადარჩევა
1. სამსახურის მიერ  სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, ხდება დაფინანსების გაცემის,    განცხადების  მიღებისა და დასრულების   ვადების გამოცხადება.

2.  ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება შემდეგ ეტაპზე.

3. სამსახურში შემოტანილი და გადარჩეული განცხადებების შესაბამისად დგება დასაფინანსებელი სტუდენტების რეიტინგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიერ წინა სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად.

4.  ერთიანი რეიტინგის შედგენის შემდეგ დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა იქნება საშუალოზე მაღალი (50%-დან ზემოთ). თუ ქვეპროგრამიდან გამოყოფილი სახსრები არასაკმარისი აღმოჩნდება ამ  წესის შესაბამისად განსაზღვრული სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, დაფინანსებას მოიპოვებენ რეიტინგით ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტები.

5. განხილვას არ ექვემდებარება განაცხადი, რომლის მიხედვითაც სტუდენტი ითხოვს დამატებითი სემესტრის დაფინანსებას, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ სტუდენტის მიერ დამატებითი სემესტრის გავლა გამოწვეულ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა საპატიო მიზეზის არსებობის გამო. ამასთან, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ობიექტური გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 8. დაფინანსების გაცემა
1. დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფინანსება  100%, 70% ან 50%  პროცენტის ოდენობით სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით,  დანართის შესაბამისად (გარდა პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტისა).

3. პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტის სწავლის დაფინანსება განისაზღვრება სემესტრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის  50%-ით. 

4. ქვეპროგრამით და ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსება არ გაიცემა  იმ სტუდენტებზე, რომელთა მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სოციალურად დაუცველი სტუდენტისათვის გამოსაყოფი თანხის გაცემა ხდება სემესტრულად.

6. განმცხადებლის მიერ შეტანილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახურის მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.


მუხლი 9. დაფინანსების დაბრუნების წესი
თუ არ მოხდება ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტის მიერ, მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო სემესტრის ბოლოს აბრუნებს მიღებულ თანხას ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ან სამსახურის რეკომენდაციით, თანხა გადააქვს  რეიტინგის მიხედვით მომდევნო სოციალურად დაუცველი სტუდენტის ბალანსზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.