ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74-4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.101.016822
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
74-4
09/02/2021
ვებგვერდი, 10/02/2021
280080020.35.101.016822
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2021 - 06/05/2022)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74-4

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს   ორგანული   კანონის   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის“   მე-16  მუხლის   მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების  წახალისების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.

ბ) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების   ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან   სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების   წესი“, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და    წარმატებული  სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილება (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.35.101.016372).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი №1

 

ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „სოციალურად დაუცველი  და    წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების  წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  
1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  წარმატებული სტუდენტების წახალისების  წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტების წახალისების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება.

3. დაფინანსება გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც თანხა გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი ან/და სასწავლო უნივერსიტეტი:

ა.ა) სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ა.დ) სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია;

ა.ე) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ა.ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ზ) სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.თ) სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

ა.ი) სსიპ –საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ბ) სტუდენტი – უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების სიის წარდგენის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არის საქართველოს მოქალაქე;

გ) წარმატებული  სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი) და აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – წარმატებული სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ან/და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით, უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების სიის წარდგენის მომენტისთვის;

ე) ფინანსური წახალისება – წარმატებული სტუდენტის ერთჯერადი სემესტრული დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან;

ვ) სერტიფიკატი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სტუდენტის მიერ  დაფინანსების მიღება.

 


მუხლი 3. დაფინანსების გაცემის ადმინისტრირება
1. დაფინანსების გაცემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური), უნივერსიტეტიდან ან/და სასწავლო უნივერსიტეტიდან, ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, წარმატებული სტუდენტების სიის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენის ვადა და წარმატებული სტუდენტის მიერ დაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება  სამსახურის უფროსის ბრძანებით.

3. უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი წარმატებული  სტუდენტების სიის ფორმა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4. სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

 


მუხლი 4. წარმატებული სტუდენტების დაფინანსების კრიტერიუმები და პირობები
1. დაფინანსება შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების სიის წარდგენის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. თითოეულ უნივერსიტეტს ან/და სასწავლო უნივერსიტეტს, უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი წარმატებული სტუდენტების სია.

3. დაფინანსების მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ;

ბ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) წარმატებული სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები ან უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები;

დ) ამონაწერი წარმატებული სტუდენტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

 


მუხლი 5. დაფინანსების გაცემა
1.  სამსახური განიხილავს წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობას და შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს მიმართავს წერილით, შესაბამისი წარმატებული სტუდენტისთვის ან უნივერსიტეტისთვის ან/და სასწავლო უნივერსიტეტისთვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

2. დაფინანსება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 562.50 (ხუთას სამოცდაორი  ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

3.  წარმატებულ სტუდენტს დაფინანსება გადაერიცხება, სამსახურში წარდგენილ პირად  საბანკო ანგარიშის ნომერზე ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებაში მითითების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე,  სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით.

4. სამსახურის მიერ დაფინანსება გაიცემა  სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსება არ გაიცემა.

6. ამ წესის შესაბამისად,  წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 



დანართი №2 
ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03)  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსების წესსა და პირობებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“  (კოდი 07 05 03) ფარგლებში.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც თანხა გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03),  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  გადატანილი თანხის ფარგლებში.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და  რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი. 

ბ) დაფინანსება – ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა (დახმარება, ერთდჯერადი გასაცემელი),  წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250  (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის.

გ) ქვეპროგრამა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამა ,,სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03).

 


მუხლი 3. დაფინანსების მოპოვების ეტაპები 
დაფინანსების მოპოვების ეტაპებია:

ა) განცხადების წარდგენა;

ბ) წარდგენილი განცხადების ამ წესთან შესაბამისობის დადგენა;

გ) სტუდენტის დაფინანსება.


მუხლი 4. განცხადების წარდგენის ვადების განსაზღვრა და განცხადების წარდგენა

 

1. დაფინანსების მოთხოვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისთვის (შემდგომში - სამსახური) განცხადებით მიმართვა შეუძლია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს.

2. სამსახურში განცხადების წარდგენის ვადები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

3. სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა, დაფინანსების მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს, სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში და განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის  სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ ანგარიშფაქტურა.

4.  ამ მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირველი სემესტრის სტუდენტებზე.

 


მუხლი 5. წარდგენილი განცხადების ამ წესთან შესაბამისობის დადგენა

 

1. დაფინანსების ადმინისტრირებას ახორციელებს სამსახური.

2. სამსახური განიხილავს  განცხადებას და ადგენს განცხადების ამ წესთან შესაბამისობას.

3. განხილვას არ ექვემდებარება განცხადება, რომლითაც სოციალურად დაუცველი სტუდენტი ითხოვს დამატებითი სემესტრის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტის მიერ დამატებითი სემესტრის გავლა გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის, აკადემიური შვებულების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის, საზღვარგარეთ სწავლის,  ფინანსური დავალიანების გამო და აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

4. სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.

 


მუხლი 6. დაფინანსების გაცემა

 

1. დაფინანსება გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით ,,სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“   (კოდი 07 05 03) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფინანსება, ამ  მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

3 ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის 50%-იან დაფინანსებას, ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტისათვის გამოყოფილი თანხა გაიცემა სემესტრულად.

5. სოციალურად დაუცველი სტუდენტის მიერ, სამსახურში წარგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახური ამზადებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

6. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსებისათვის თანხა გაიცემა შემდეგნაირად:

 

 

 

წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული

დასაფინანსებელი თანხის ოდენობა

1

91-100 ქულა

სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან  ნაკლები.

2

71 - 90  ქულა

სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ  აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი.

 

51 – 70  ქულა

 

 

სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%, ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.

 

 


მუხლი 7. დაფინანსების დაბრუნების წესი
თუ არ მოხდება ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტის მიერ, მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო სემესტრის ბოლოს აბრუნებს მიღებულ თანხას ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის  მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.