დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016332 |
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 06/02/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016321) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი |
მუხლი 1.
პროგრამის სფერო და მიზანი |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.
2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა, მარტოხელა დედების, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გამცემ საბჭოს, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში მოყვანილი მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარზე (ოჯახზე) დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში, გარდა მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა. |
მუხლი 3.
სოციალური დახმარების ქვეპროგრამები: |
სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:
ა) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება. (გარდა შაბათ-კვირისა); ბ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება; გ) უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება; დ) დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება; ე) სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ზ) ორსულთა დახმარება; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება; ი) მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის; კ) ომის ვეტერანთა დახმარებები; ლ) მარტოხელა დედების/მამების ფულადი დახმარება; მ) ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება; ნ) ხანდაზმულთა ფულადი დახმარება; ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა; პ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება. |
მუხლი 4.
უკიდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება |
1.ყოველდღიური ერთჯერადი კვება გაეწევა:
ა) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველია; ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვებს; გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს; დ) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახიც უკიდურესად შეჭირვებულია; 2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე; ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ა.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ; მოსარგებლეებზე: ბ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე „საჭიროებს მომვლელს“. გ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; გ.ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: დ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; დ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; დ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის უკიდურესად შეჭირვების შესახებ; დ.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს გამგეობაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას. 4. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა (მის. ქ. ცაგერი კოსტავას ქ. №) და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. 5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. |
მუხლი 5.
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება |
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ პროგრამაში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.
3. ოჯახს, რომლის წევრებიც პენსიონერები არიან, იღებენ სოციალურ დახმარებას, ამასთანავე ამ ოჯახში არ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, ამ მუხლით დახმარება არ მიეცემა.
4. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
დ) განმცხადებლი საბანკო ანგარიში;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ
;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
მუხლი 6.
უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება |
1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (ხანძარი, მეწყერი, სტიქია...). ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 100 ლარისა.
2. უსახლ-კარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საცხოვრებელი ფართის არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან); დ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის უსახლკარობის შესახებ; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
მუხლი 7.
დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში , სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
მუხლი 8.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება |
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
3. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება 700 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დახმარება არ გაეწევა.
4. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოიშვა ამ დებულებით განსაზღვრული მუხლი-8-ის პირველი და მეორე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.
5. სხვა მძიმე დაავადებები:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე-2,მე-3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე;
დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1– 2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;
ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით;
ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი. (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი.);
ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით (ფორმა–100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით.);
თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით- გულის უკმარისობა მე-2 ხარიხი, თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით;
ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით.(გართულებული სისხლდენით და პერფორაციით);
კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერებრალური დამბლით და სხვა პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;
ლ) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;
მ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;
ნ) ონკოლოგიური დაავადებები მე-2,მე-3 ,მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიო-თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.
(ფორმა–100 (ონკო-ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;
ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები-1 წლამდე);
პ) კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;
ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი;
რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);
ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები;
ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. მე-3-მე-4 სტ;
უ) უსინათლო ინვალიდები.
6. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 250 ლარამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში. „დ“, „ნ“, „ჟ“, „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ გასაცემი თანხა განისაზღვროს 250 ლარით. სხვა შემთხვევაში (ფორმა 100/ა შევსებულია ოჯახის ექიმის მიერ) - საბჭოს გადაწყვეტილებით.
7. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
ე) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ
;
თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ერთხელ გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:
ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით. ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში - 1000 ლარი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, 4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში 100 ლარის ზრდით ერთჯერადად. 3. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოიშვა ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით. მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით. 4. დახმარების მიმღებმა პირმა - მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ქორწინების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
მუხლი 10.
ორსულთა დახმარება |
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფა.
2. დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ცაგერის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა - 70 000-დან ქვემოთ); დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 11.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0- დან 18- წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 250 ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენისას:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (მეურვე ან მშობელი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
|
მუხლი 12.
მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის:
|
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი; ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 200 ლარი; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი; ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი; 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (წარმოდგენილი იქნას ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი ვეტერანის/ იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 13.
ომის ვეტერანთა დახმარებები |
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს თითოეულს 200 ლარის ოდენობით; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის - 17 ოქტომბრის აღსანიშნავად თითოეულს 150 ლარის ოდენობით; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ. |
მუხლი 14.
მარტოხელა დედების/მამების დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებს/მამებს.
2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
მუხლი 15.
დედ-მამით ობოლი 18-წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან.
2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე) მეურვის საბანკო ანგარიში; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 16.
ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90 წლიდან- 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95-დან 100-წლამდე 200 ლარი, 100 წლიდან ზევით 300 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა |
1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მოეწყოს ექიმ-სპეციალისტების გასვლა საექიმო ამბულატორიებში.
2. სამედიცინო მომსახურეობა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და იურიდიულ პირს შორის, რომელიც უზრუნველყოფს იმ ექიმი-სპეციალისტების გადაყვანას სოფლებში, რომელიც იქნება შესწავლილი სოციალური სამსახურის მიერ. 3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში ერთხელ წინასწარ შედგენილი გრაფიკით. |
მუხლი 18.
სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობაზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები |
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობისათვის (უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარები) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცეს საშობაო და სააღდგომო საჩუქრები. |
მუხლი 19.
სოციალური საბჭო |
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი საბჭო, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. 3. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (გადაუდებელ შემთხვევაში 2-3-ჯერ) და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 4. საბჭოს მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 6. საბჭო სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 8. საბჭო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს (რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული. |
მუხლი 20.
საბჭოს სხდომის ოქმები |
1. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. |
მუხლი 21.
დახმარების გაცემა |
1.სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც საბჭოს დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. 3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე). 4. მუხლი 6,7,9,10,11,12,13,14,15,16-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათით. |
დოკუმენტის კომენტარები