ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016330
11
17/03/2017
ვებგვერდი, 21/03/2017
010260020.35.116.016330
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 17 მარტი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში  www.matsne.gov.ge, 06/02/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016321)  შევიდეს ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის და სოციალური უზრუნველყოფის  პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს  ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „ეკონომიური“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გამცემ   საბჭოს, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ი) მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის.“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“, „ბ.დ“, „.ე“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსახლეობის სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, განხორციელდეს მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

2. მოსახლეობის სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, განხორციელდეს პირის გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი:

„21. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება თვეში 700 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი და მეორე ქვეპუნქტებით დახმარება არ გაეწევა.“;

გ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

დ) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციo ამონაწერი.“;

დ) მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის ინფორმაცია, ბენეფიციარის უსახლკარობის შესახებ“.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  წელიწადში ერთხელ გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:

 ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის  შემთხვევაში გაიცემა თანხა - 500 ლარის ოდენობით;

ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში - 1000 ლარი.“.

ბ) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 დამეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, 4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში - 100 ლარის ზრდით ერთჯერადად.“;

გ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ“.

დ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (სარეიტინგო ქულა – 70 000-დან ქვემოთ);

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (მშობელი ან მეურვე);

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღბულ იქნეს.

11. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მატერიალური დახმარების გაცემა სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის“;

ბ) პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებული პირების  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება - 250 ლარი;

დ)  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება - 250 ლარი;

ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება - 250 ლარი.“;

გ) მე-2  პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარდაცვლილი ვეტერანის /იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;“;

დ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე“;

ე) მე-2  პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნeს.

12.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნeს.

13. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მარტოხელა დედების/მამების დახმარება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებს/მამებს.“.

14.  მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ და „თ’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

15. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი