თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.163.016330
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
25/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
200140030.35.163.016330
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/01/2017 - 18/01/2018)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 25 იანვარი

ქ.თელავი

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტში (შემდგომ ტექსტში – თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო  და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი თემი  – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის  №2 დადგენლება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 


1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს.

2. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს.

3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის დანართის მე-2 მუხლით დადგენილი   ფასი.