დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016387 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2018 - 25/01/2019)
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200140030.35.176.016140). |
| მუხლი 5 |
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 200140030.35.163.016330). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
| ||||||||||||||
დანართი №2
|
. ![]() |
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ |
1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1.1. CN N – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2. IMG G – არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 1.3. ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს. 1.4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 1.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 10 (ათი) ლარს. 2. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის დანართის მე-2 მუხლით დადგენილი ფასი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები