დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016213 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/01/2017 - 26/09/2017)
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი საკომისიო და ნებისმიერი ფინანსური ხარჯი მოიცავს მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ყველა იმ ფინანსურ ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული „ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესის“ შესაბამისად.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია მოიცავს გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ნებისმიერი სახის პირგასამტეხლოს/სანქციას, რომელიც არ არის სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიო. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტება განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები