საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 194/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
194/04
27/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
220010010.18.011.016333
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2018 - 17/02/2022)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №194/04

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 64​1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სამოქალაქო კოდექსი) 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ სესხის გაცემის შემთხვევაში:

ა) სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებით დადგენილი მსესხებლისათვის გათვალისწინებული/დაკისრებული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშება მოხდება მსესხებლის მიერ სესხის ვადაგადაცილების დაწყების დღიდან და არ გაითვალისწინება ამ დღემდე გათვალისწინებული/დაკისრებული ნებისმიერი საკომისიო, ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (მათ შორის, ისეთი ხარჯები, რაც შესულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლო ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია;

ბ) სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებით დადგენილი 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშებისას, სესხის მიმდინარე ნარჩენ ძირითად თანხას წარმოადგენს სესხის ვადაგადაცილების დაწყების დღეს არსებული სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხა და ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ცვლილება არ გაითვალისწინება;

გ) თუ სესხის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრა ხდება სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ მსესხებელთან) და გადავადებისას, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-5 წინადადების შესაბამისად, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი (სხვაობა სესხის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრის შემდეგ არსებულ სესხის ნარჩენ ძირითად თანხასა და სესხის ვადის გადაცილების დღეს არსებული სესხის მიმდინარე ნარჩენ ძირითად თანხას შორის).

მუხლი 2
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტება განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე